Translate

пятница, 3 марта 2017 г.

                            




სსიპ .თბილისის №128 საჯარო სკოლის რუსული ენის უფროსი მასწავლებლის ნატალია ქოჩლაძის საკონფერენციო თემა


ჯგუფური მუშაობის სეგმენტური მეთოდი

თანამშრომლობითი სწავლება წარმოადგენს სწავლების ყველაზე თანამედროვე ფორმას, რომელსაც მასწავლებლები სულ უფრო აქტიურად იყენებენ სასწავლო პროცესში. იგი მიმართულია პარტნიორული და ჯგუფური მუშაობისკენ საერთო მიზნის მისაღწევად.
თანამშრომლობითი სწავლების დრო, მოსწავლეებს უვითარდებათ ორმაგი - როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური - პასუხისმგებლობა. ამ დროს თითოეული მათგანი პასუხს აგებს არა მარტო საკუთარ თავსა და კეთილდღეობაზე, არამედ ჯგუფსა და მის წარმატებაზეც.                                 
         თანამშრომლობითი სწავლების დროს  გამოყოფენ პასუხისმგებლობის ორ დონეს. პირველია ჯგუფური პასუხისმგებლობა, მეორე - ჯგუფის თითოეული წევრის პასუხისმგებლობა, საკუთარი წვლილი შეიტანოს ჯგუფის მუშაობასა და წარმატებაში, იმიტომ რომ მისი წარმატება ჯგუფის წარმატების საწინდარია.
ხშირად ჯგუფური მუშაობის დროს ზოგი  მოსწავლე ცდილობს, სხვის ხარჯზე დაუმსახურებლად მიიღოს მაღალი შეფასება. აქედან გამომდინარე, ადვილი არ არის, შევაფასოთ ჯგუფურ მუშაობაში თითოეული მოსწავლის მიერ შეტანილი წვლილი. ამას ემსახურება თანამშრომლობითი სწავლების ერთ-ერთ მეთოდ- სეგმენტურ მეთოდ, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური პასუხისმგებლობის განვითარებაში და საშუალებას აძლევს მასწავლებელს, შეაფასოს როგორც თითოეული მოსწავლის პირადი წვლილი ჯგუფურ მუშაობაში, ასევე ჯგუფის საქმიანობის საერთო პროდუქტი.
მეთოდის მოკლე აღწერა
სეგმენტური მეთოდი არის გრაფიკულად სტრუქტურირებული თანამშრომლობითი სწავლების მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა, ჯგუფის ყველა წევრის ინდივიდუალური მუშაობის შედეგების შერწყმით მომზადდეს და კლასს წარედგინოს ჯგუფის საერთო ნამუშევარი.

მეთოდის მიმდინარეობა
1). კლასი იყოფა  სამ -, ოთხ-ჯგუფებად.
2). თითოეულ ჯგუფს ურიგდება მუშაობისთვის საჭირო რესურსები - დიდი ზომის ფორმატი და მარკერები.
3). ფორმატი იყოფა სეგმენტებად, ნაწილებად - ერთ ცენტრალურ და რამდენიმე გარე სეგმენტად (გარე სეგმენტების რაოდენობა ჯგუფის წევრთა რაოდენობაზეა დამოკიდებული. თუ ჯგუფი ოთხი წევრისგან შედგება, გარე სეგმენტიც ოთხია და ..).
იხ. ქვემოთ მოცემული გრაფიკული გამოსახულება:

თითოეული გარე სეგმენტი ჯგუფის თითო წევრს ეკუთვნის, ხოლო ცენტრალური - მთელ ჯგუფს.
4). ჯგუფის ყოველი წევრი იღებს მასწავლებლისგან დავალებას (ერთსა და იმავეს ან სხვადასხვას ).
5). მოსწავლეები საკუთარ იდეებს მათთვის განკუთვნილ სეგმენტში აღწერენ და ხელის მოწერით ადასტურებენ. ამ ეტაპზე მეთოდი მოითხოვს სრულ მდუმარებას, ერთმანეთთან კომუნიკაცია იკრძალება.
6). მას შემდეგ, რაც ჯგუფის თითოეული წევრი შეავსებს საკუთარ სეგმენტს, მოსწავლეები ეცნობიან ერთმანეთის ნააზრევს და თუ საჭიროდ მიიჩნიეს, ურთავენ წერილობით კომენტარებს.
7). მომდევნო საფეხურზე იმართება დისკუსია, ერთიანდება ყველა წევრის ნამუშევარი, გამოიყოფა ყველასათვის მისაღები იდეებისაბოლოოდ ყველა იდეა ჯამდება და ფიქსირდება ცენტრალურ  ნაწილში-სეგმენტში,
8). უკანასკნელ ეტაპზე თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავის შესრულებულ სამუშაოს.                                                
მეთოდის თეორიული და პრაქტიკული დასაბუთება
სეგმენტური მეთოდი შეიძლება განვიხილოთ როგორც კონსტრუქტივისტული. კონსტრუქტივიზმის ძირითადი იდეაა, ვასწავლოთ მოსწავლეებს ძველი და ახალი ცოდნის შედარების მეშვეობით ახალი ინფორმაციის შეგროვება, დასკვნების დამოუკიდებლად გამოტანა,  და დამოუკიდებლად აზროვნება.
ამ ტიპის გაკვეთილებისათვის  უნდა შეირჩეს ისეთი სასწავლო გეგმებ, რომლებიც არიან აგებული მოსწავლეთა ინტერესებზე, მათ წინარე ცოდნასა და გამოცდილებაზეა . სეგმენტური მეთოდი სწორედ იმ მეთოდთაგანია, რომლებიც მოსწავლეთა გამოცდილებასა და წინარე ცოდნას ეფუძნება. ამ დროს კონკრეტული თემის ან პრობლემის შესწავლისას აქტიურდება თითოეული მოსწავლის დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი უნარები.
  ჯგუფის წევრთა მოსაზრებების გაცნობითა და საკუთარი სეგმენტური მეთოდის სასწავლო შედეგები მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული მოსწავლეთა სუბიექტურ წარმოდგენებზე, დამოკიდებულებებზე, რომლებიც თავდაპირველად ინდივიდუალურად, მერე კი სხვებთან იდეების გაცვლა-გამოცვლის პროცესში სტრუქტურირდება.
ამრიგად, სწავლა სეგმენტური მეთოდით არ უნდა გავიგოთ როგორც მხოლოდ ცოდნის რეპროდუქციის პროცესი - ეს არის აქტიური ათვისება, "სადაც ათვისებული ყოველთვის მასწავლებლის თვალთახედვით მოდიფიცირდება, იცვლება, რეკონსტრუირდება, მაგრამ, ამავე დროს, ხელახლა კონსტრუირდება ინდივიდის ხედვით" (Reich, K. (2006) Konstruktivistische Didaktik (3. Auflage). Weinheim:Beltz:195).
ამ დროს ხორციელდება მრავალფეროვანი სოციალური ინტერაქცია - საუბრები, დისკუსიები, დებატები და სხვა - და, რაც მთავარია, როგორც დამოუკიდებელი აზროვნების განვითარება, ისე სხვისი ნააზრევის გაგების, ანალიზის, შეფასებისა და ერთიანი დასკვნის გამოტანის უნარები. სწორედ სეგმენტურ მეთოდს შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ამ უნარების განვითარებაში. ამ მეთოდის გამოყენებისას მოსწავლეებს უვითარდებათ როგორც წერითი (საკუთარი აზრის წერილობით ფორმულირება, მეგობრის ნააზრევზე წერილობითი კომენტარის დართვა), ასევე სამეტყველო (დისკუსიის პროცესში) კომუნიკაციის უნარები, ეს კი,ჩემთვის, როგორც უცხოური ენის მასწავლებლისთვის,არის  მთავარი ამოცანა.
მეთოდური კომპეტენციები
უცხოური ენის გაკვეთილებზე სეგმენტური მეთოდის ეფექტიანობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული მოსწავლეების ასაკზე, ენობრივ კომპეტენციებზე და ზოგადათ იმაზე,  რამდენად აქვთ განვითარებული მოსწავლეებს ზემოხსენებული უნარები.
2015 წელს ჟურნალ ,,მასწავლებელში“ გამოქვეყნებულ სტატიაში                             ,, თანამშრომლობითი სწავლების მეთოდები. სეგმენტური მეთოდი  “ სოფიკო ლობჟანიძე   წერს:,,მათ(მოსწავლეებს) უნდა შეეძლოთ განსაზღვრულ დროში გარკვევით, ზუსტად და გამართულად გამოხატონ საკუთარი თვალსაზრისი, რათა ჯგუფის სხვა წევრებმა შეძლონ მისი ადეკვატურად გაგება და კომენტირება. გარდა ამისა, ეს მეთოდი მოსწავლისგან მოითხოვს აბსტრაქციის, განზოგადების უნარს, ასევე - უნარს, იყოს აქტიური მსმენელი, გაუგოს სხვებს, გააგებინოს და დაიცვას საკუთარი მოსაზრება, გააანალიზოს და მიუკერძოებლად შეაფასოს როგორც საკუთარი, ასევე სხვათა იდეები, რაც აუცილებელი პირობაა კონსენსუსის უნარის განსავითარებლად.
მეთოდის გამოყენება
სეგმენტური მეთოდი ეკუთვნის იმ უნივერსალურ მეთოდთა რიცხვს, რომელთა გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი საგნის სწავლის დროს სამივე საფეხურზე.        ეს მეთოდი შეიძლება განვიხილოთ როგორც ჯგუფური დისკუსიის ალტერნატიული ვარიანტი, სადაც ჯგუფის თითოეული წევრის აზრს ისმენენ და ითვალისწინებენ.
მეთოდი მეტად ეფექტურია პრობლემის გადაჭრის გზების საპოვნელად, მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც თემის შესწავლის დაწყებისას, როდესაც მასწავლებელს სჭირდება მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და გამოცდილების გააქტიურება, ასევე შესწავლის პროცესში, როდესაც გვსურს გავიგოთ, როგორ მიმდინარეობს ის, და დასრულება-შეჯამებისასაც საშუალებას გვაძლევს  დავადგინო როგორც თითოეული მოსწავლის, ასევე ჯგუფის მიღწევა განსაზღვრული ეტაპის ბოლოს.
პრაქტიკული გამოცდილება
        ჯგუფური მუშაობის სეგმენტურ მეთოდ აქტიურად ვიყენებ 2015 წლიდან  რუსული ენის გაკვეთილებზე მეხუთე კლასიდან(ანბანის შესწავლის შემდეგ),ყველა საფეხურზე. ჩემი აზრით,  მე-5 მე-7 კლასებში (უცხოური ენის სწავლის 1-3 წელი) მეთოდი მეტად ეფექტურია თემის შესწავლის დასკვნით ეტაპზე, როცა ბავშვებს დაუგროვდება ლექსიკური მარაგი თემის მიხედვით.
ამასთან ერთად, მე, როგორც საზაფხულო/ზამთრის ,,ლიდერთა სკოლის“ ლექტორს დამიგროვდა დიდი გამოცდილება, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს მეთოდი როგორც  მოზარდებში, ისე ზრდასრულებში   მშობლიურ ენაზე, როცა არ გვაქვს ენობრივი ბარიერი. აქ კი მთავარია სწორედ შეარჩიოთ თემატიკა და მისცეთ პრეზენტაციების მომზადებისთვის მეტი დრო.
საზაფხულო/ზამთრის ახალგაზრდულ ბანაკების სპეციფიკიდან გამომდინარე, როდესაც,  80-100 კაციან დარბაზში ერთდროულად მუშაობს 8-10 ჯგუფი, ძნელია დააინტერესო 16-29 წლის ახალგაზრდები,  თუ  კონკრეტული მასალა მათთვის უინტერესოა.პირველ დღეს  ვაძლევ დავალებას , პრეზენტაცია კი იგეგმება მეორე დღეს, მონაწილეები თავად ირჩევენ გამოსვლის  ფორმატს: აკადემიური გამოსვლა , დებატები,  თეატრალური წარმოდგენა,შოუ და სხვა.
მოსწავლეებს და მსმენელებს ურიგდებათ დავალების და რეფლექსიის ფურცლები, ზუსტად ამ საბუთების გაანალიზების შემდეგ  იგეგმება შემდეგი ლექციის თემატიკა და ფორმატი.
ჯგუფური მუშაობის სეგმენტური მეთოდი ძალიან კარგად მუშაობს ვიწრო პროფესიულ გუნდებში კონკრეტული ამოცანების გადაჭრის დროს.

ნატალია ქოჩლაძე

25.02.2017 წ.

1 комментарий: