Translate

пятница, 26 мая 2017 г.

თავისუფალი გაკვეთილები თბილისის № 128 სკოლაში


2017 წლის მაისიდან ქ.თბილისის № 128 სკოლაში ტარდება  თავისუფალი      გაკვეთილები   ,,ლიდერთა კლუბში".
           პედაგოგი - ნატალია ქოჩლაძე

პროექტში ჩართულნი არიან სკოლის მე-7 კლასების მოსწავლეები.
















კურსის მიზანია მონაწილეებს გამოუმუშავოს საჯარო გამოსვლებისა და ლიდერობის უნარების  განვითარება - თვითწარდგენის მეთოდები, დაუხვეწოს პრეზენტაციების მომზადებისა და წარდგენის ტექნიკა, გადასცეს აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად საჭირო ცოდნა.

კურსის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან გუნდის შექმნის და მართვის ზოგად პრინციპებს,მათ შორის ჯგუფური მუშაობის სეგმენტური მეთოდის გამოყენებით განიხილავენ რამდენიმე თემას, მათ შორის, გაეროს პროგრამიდან, მაგ., ,,ხარისხიან განათლება", ,,ინოვაცია და ინფრასტრუქტურა" და სხვა

მოზარდებში გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელ ცვლილებებს, ეფექტური საჯარო გამოსვლებისა და პრეზენტაციის უნარებს, სიმულაციური თამაშების საშუალებით მონაწილეობას მიიღებენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში,  გაიგებენ, როგორი უნდა იყოს ჯგუფის ლიდერის ფსიქოლოგიური მომზადება,დამოუკიდებლად მოიძიებენ და დაამუშავებენ ინფორმაციას, შეძლებენ რეალობასთან მიახლოვებულ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება

მინდა უსურვო ,,ლიდერთა კლუბის " ყველა წევრს დიდ წარმატებას!

Комментариев нет:

Отправить комментарий