Translate

среда, 23 января 2013 г.

Видеоурок Поэма А.С.Пушкина ,,Медный всадник"


                                            Петербург.Царское Село


                    Видеоурок - Поэма А.С.Пушкина ,,Медный всадник"

მოხსენება_,,გარდატეხის ასაკი"



                                მასწავლებლის   სახლში         ჩატარებული
                                      ტრენინგის -   ,,გარდატეხის  ასაკის“
   
                                                               ანგარიში
.
          
   ნაწილი    1.

ღონისძიების   დასახელება
განათლების  სამინისტროს  და   ქ. თბილისის  მასწავლებლის  სახლის   ტრენინგი   თემაზე:  ,,გარდატეხის  ასაკი“.
ჩატარების  ადგილი-  მასწავლებლის  სახლი,  
ტრენერი - ნინო ლაბარტყავა,
ხანგრძლივობა-3 სთ.თარიღი-25.12.2011წ.
   ნაწილი  2.  ტრენინგის  მიზანი
      და       ამოცანები
ტრენინგის  მიზანი:
·         მოზარდების  ფიზიკური,  ფსიქოლოგიური  , ემოციური მდგომარეობის  აღწერა  და  ასაკობრივი  პრობლემების  დაძლევის რეკომენდაციები პედაგოგებისათვის.
·         გარდატეხის   ასაკისთვის  დამახასიათებელი ფიზიოლოგიური   ცვლილებების  განხილვა.
·         მოზარდების  აზროვნების   განვითარების დახასიათება.
·         ფსიქოლოგების     და ფსიქოანალიტიკოსების
 ერიქსონის ,  პიაჟეს,  მარშიას ,   ვერნიეს, როჯერსის ,რაისის     თეორიების  განხილვა.
·         მე- 5-9  და  მე-10-12  კლასელების  პრობლემების
გადაჭრის         გზების   განხილვა.
რეზიუმე:
ტრენინგის  მოკლე
აღწერა  და შეფასება
ტრენინგი  დაიწყო  წარდგენით,  შემდეგ  მასწავლებლებმა  შეავსეს    მოლოდინების  სქემა.
ჩვენ   მივიღეთ  შემდეგი პრობლემების  ჩამონათვალი:
1.      დისციპლინარუილი  სირთულეები  მე-7  კლასში.
2.      სწავლის  სტიმულირება    მე-8 კლ.
3.      მოსწავლეთა  ურთიერთობა.
4.      უცხო      კლასში    მუშაობა.
ჩვენ დავწერეთ  5-6 წინადადება, სადაც  მივუთითეთ  მოსწავლეების  დახასიათება, მაგალითად: ,,ამბიციურები,  ცინიკურები, ამცირებენ   სხვას, რომანტიკულები,  ფეთქებადი,
  იმპულსურები,  გამოირჩევიან  ცვალებადი ხასიათით, მეამბოხეები, პატივმოყვარე, თვითდაჯერებული,
მომთხოვნები, ჯიუტები.“
            ფსიქოლოგი  რაისი  თვლის,რომ  გარდატეხის  ასაკ ი  არის 11-17 წ. ,აქედან 11-15 წ.- ფიზიკური  მომწიფების დროა,  როცა მოზარდებს  არ შეუძლიათ  ეკონომიურად  და  ემოციურად    დამოუკიდებლად  ყოფნა.
15-19წ.-გვიანი  მომწიფების  პერიოდია,როდესაც
იმატებს    შემდეგი  თვისებები: თავდაჯერებულობა,
კომპლექსები, შიშები,   სწავლის  მიმართ პროტესტი. მოსწავლე  ვერ  იტანს საჯაროდ  მიცემულ  შენიშვნას.
სასქესო ჰორმონების  - ტესტესტერონის  და ესტრადიოლის   გამოა   როგორც   სიმაღლეში  მკვეთრი  ზრდა,  ისე
კოორდინაციის  დარღვევა, თავს იჩენს  საერთო  დაღლილობის  სინდრომი,  ,,სტკივა  გული“, სახეზე  ჩნდება  აკნე-გამონაყარი, მომატებულია  ოფლიანობა. მოზარდებს სტკივათ  ფეხები  და  ხელები, სახლში  მისვლისას გაუნძრევლად  წვანან  ლოგინში.ზოგს  ემართება  ,,ზედმეტი  წონის“ შიში  და ამიტომ  შიმშილობენ, შედეგად  კი ემართებათ  ნერვიული  ანარექსია  ან  ბულემია. ამის  მიზეზი  შეიძლება იყოს  ტოპ-მოდელების რეკლამა და იდენტიფიკაციის პრობლემა,  ე.წ. ,,მინდა  ვიყო ისეთი, როგორიც  ყველაა“.  ამ  დროს
ექიმები  ურჩევენ  ვიტამინების  მიღებას,ბულემიის
შემთხვევაში  აუცილებელია  ანტიდეპრესანტების
დანიშვნა.
  გარდატეხის  ასაკში  მოზარდები  ძალიან  განიცდიან  ,  ხშირად
უსაფუძვლოდ,  საკუთარ  გარეგნობას.
       აზროვნების  განვითარება
პიაჟეს  მიხედვით, 12წ.    ასაკში ყალიბდება გაგების  სტადია,  ამ
დროს  შესაძლებელია  ცნებებით  მანიპულირება.
პიაჟემ  ყოველთვის ესაუბრებოდა  ბავშვებს   მათ
პრობლემებზე. 
ასაკთან  ერთად  ბავშვებს  ეცვლებათ წარმოდგენა
როგორც  საკუთარ  მშობლებზე, ისე  მასწავლებლებზე,
ამ   დროს   მოზარდები  უშვებენ  ბევრ  შეცდომას
იმის  გამო, რომ  ცხოვრობენ  სტერეოტიპებით,
ცდილობენ მოაწონონ  თავი  მიკროჯგუფის  ლიდერს
და  ჩადიან  ბევრ  უაზრო  ქმედებას. ამასთან  ერთად,
 პირველ  პლანზეა  მოზარდების   ეგოცენტრიზმი:
ის  აკრიტიკებს  საზოგადოებას,
საკუთარ  თავს, იწყებს   თვითდაცვის  გზების  ძებნას, აქედან
გამომდინარეა  სხვების  დაცინვა,აგრესია, არაადეკვატური
ყოფაქცევა.  მათთვის     მთავარია   ჯგუფში   თანატოლებთან  თვითდამკვიდრება.
ფსიქოანალიტიკოსი ერიკ  ერიქსონი    თავის  ნაშრომებში
აღნიშნავს, რომ   ადამიანი   ყველა  ასაკში  განიცდის  სხვადასხვა
კონფლიქტს  და   გამოყოფს   შემდეგ  სტადიებს:
0-3 წელი - ნდობა/უნდობლობა/.
1-3 წელი -  დამოუკიდებლობა,  ჩნდება  სირცხვილის  გრძნობა, სწავლობს  სიარულს.
3-6  წელი - თვითგააზრება, შეუძლიათ  მოძრაობის  განმეორება,
                      აკეთებს  იმას, რაც  უნდა.
6-11 წელი - შრომისმოყვარეები,  უყვართ  შექება.
11-12 წელი- იდენტურობის  მიღწევა.
12-17(18) წელი - ცხოვრებაში  თავისი  ადგილის  პოვნა.
20-40  წელი - სიახლოვე/იზოლაციის  სტადია: პროფესიის 
                      არჩევა, შეუღლება, საკუთარი   როლის    განსაზღვრა.
40-60 წელი - სტაგნაციის  სტადია. ადამიანი   მეტად   ფიქრობს           სხვაზე, ადმინისტრირების  პერიოდი, ებადებათ  კითხვა:
                 ,,რას  მივაღწიე  ცხოვრებაში?“

ფსიქოლოგი  ჯეიმს  მარშია  აღნიშნავს, რომ  პროფესიის  არჩევისას
მთავარია  -კრიზისის  დაძლევა, აქ  არსებობს  4  სტადია:
1.      დაწყებითი  იდენტურობა, ბაძავენ  უფროსებს.
2.      დიფუზური  იდენტურობა - კრიზისის დაწყება, უიღბლო
კაცის   სინდრომი, ცხოვრებაში     საკუთარი  ადგილის
პოვნა.
3.      მორატორიუმის   მდგომარეობა - ცვლიან  მეგობრებს, არიან  ძიებაში.
4.      მიღწეულის  იდენტურობა, დამშვიდება.
მარშია  აღნიშნავს,რომ  ზოგჯერ   ცხოვრებაში  საკუთარი
ადგილის    პოვნა    გრძელდება  მთელი ცხოვრება  .

მ ოზ ა რ დ ე ბ ი ს         დახასიათება
          5-9  კლასები
1.აგრესიულები.
 2. გადადიან  აბსტრაქტულ  აზროვნებაზე.
3.ემოციურები.
4.იმპულსურები.
5.მთავარია-თანატოლებთან  სტატუსის   განსაზღვრა

      10-12 კლასები
     1.თავდაჯერებულობა.
     2.თვითმოყვარეობა.
     3.თვითკრიტიკულობა.
     4.არიან  მეგობრულები.
     5  ბევრს  აწუხებს  მომავლის  შიში.
    6. ფრუსტრაცია - გამოცდების  შიში.
კონტაქტის  დამყარების  წესები  როჯერსის  მიხედვით-უნდა
ესაუბროთ   ახალგაზრდებს  და  გაიგო თ, რა  აწუხებთ,  ვინაიდან  გარდატეხის ასაკი  ხასიათთება  დაბალი  თვითშეფასებით.

ვერნიეს  მიხედვით,უნდა  ამოვიღოთ  სიტკვები:,,მე  მინდა,   მე უნდა“  და შევცვალოთ   ფრაზებით:,,კარგია,რომ  შენ  ამას  აკეთებ“.
ღონისძიების
მნიშბნელო-ვანი
დასაბუთება
ამ  ტრენინგში  ჩემთვის  იყო  ბევრი  საინტერესო  სიახლე ,
პრაქტკური  პედაგოგიური,    ფსიქოლოგიური  რჩევა  და
რეკომენდაცია.
სპეციალისტები  თვლიან, რომ  სწავლისადმი  ინტერესის  გაზრდას
ხელს  უწყობს   ისეთი   ჯგუფური  სამუშაო,  როცა  არ  არის
კონკურენცია  და  არ  იწერება  ქულები.მნიშვნელოვანია  ემპატიის
სწავლა, უნდა  ვასწავლოთ  ურთიერთდახმარება, ამ   შამთხვევაში
კლებულობს  გაღიზიანება  და    აგრე სია.
ფსიქოლოგები    ურჩევენ  მოზარდებს    მეცადინეობის  გეგმის
შედგენას, თავისუფალი  დროის  განაწილებას  და  სარკის  წინ
გაკვეთილის  მოყოლას.
აღელვების   დროს    უნდა  3  ჯერ   ნელა     ჩაისუნთქო ,
10-მდე   დათვალო  და  ამოისუნთქო.
  ტექსტთან      მუშაობის   სტრატეგია.
მოსწავლეები
·         საკონტროლოს  წინ   იხსენებენ   ძირითად  მინიმუმს;
·         იმეორებენ   ყველაზე    ძნელ   მასალას;
·         ყოველ  აბზაცს    მოუგონებენ  ქვესათაურს;
·         გამოიყენებენ  ახალ  სიტყვებს  და  ტერმინებს;
·         ადგენენ   თეზისებს.
ლასში  დაჯგუფების  პრევენციისათვის  მიზანშეწონილია
ერთობლივი  პროექტების  განხორციელება. ქცევის  სტილის  შეცვლა შესაძლებელია  მხოლოდ 21 დღეში.
პირველი  შეხვედრა  მოწაფეებთან  არის  ძალიან  მნიშვნელოვანი: ამ
დროს  ხდება   პედაგოგის     თვითწარდგინება.
    ტრენინგის  მასალას გავაცნობ  კოლეგებს და  განვათავსებ   რუსული ენის  კათედის ბსლოგზე.

23.01.2013წ.
ნატალია  ქოჩლაძე

https://nick-name.ru/nickname/id1366451/

Грузинская песня

К 100- летию Булата Окуджава