Translate

понедельник, 10 июля 2017 г.

АУДИОКНИГИ ДЛЯ ШКОЛЬНИКОВ ПО ПРОИЗВЕДЕНИЯМ РУССКИХ КЛАССИКОВ

В помощь учителю

Всем любителям русской классики

https://www.culture.ru/materials/206844/audioknigi-dlya-shkolnikov-po-proizvedeniyam-russkih-klassikov

АУДИОКНИГИ ДЛЯ ШКОЛЬНИКОВ ПО ПРОИЗВЕДЕНИЯМ РУССКИХ КЛАССИКОВ

«Муму» Ивана Тургенева и «Дубровский» Александра Пушкина, «Мертвые души» Николая Гоголя и «Горе от ума» Александра Грибоедова, «Тихий Дон» Михаила Шолохова и «Василий Теркин» Александра Твардовского. Для учащихся 5–11-х классов портал «Культура.РФ» и фирма «Мелодия» подготовили подборки сочинений русских классиков в аудиоформате.

Слушаем литературные произведения.

https://www.culture.ru/themes/627/audio-biblioteka-russkaya-klassika-xix-veka

Делимся лекциями о создании некоторых картин из списка 
«100 фильмов для школьников».

https://www.culture.ru/themes/458/kinolektoriy-8-filmov-dlya-shkolnikov


Классика литературы в новом формате.

https://www.culture.ru/themes/628/audio-biblioteka-russkie-i-sovetskie-pisateli-hh-veka


суббота, 1 июля 2017 г.

,, ლიდერთა კლუბში“ ჩატარებული გაკვეთილების ანგარიში

სსიპ - ქალაქ თბილისის N128 საჯარო სკოლაში პროექტ
თავისუფალი გაკვეთილების

 (ინტელექტუალურ-შემეცნებითი მიმართულება)

  ფარგლებში

,, ლიდერთა კლუბში“

ჩატარებული  გაკვეთილების  ანგარიში




2017 წლის 22 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით სსიპ - ქალაქ თბილისის N128 საჯარო სკოლაში ჩატარდა 20 თავისუფალი გაკვეთილი მეშვიდეკლასელთათვის.
მასწავლებელი - ნატალია ქოჩლაძე.
გაკვეთილების თემატიკა  სრულად პასუხობს წინასწარ შედგენილ და სამინისტროს მიერ
დამტკიცებულ მიზნებს და ამოცანებს: კურსის ფარგლებში მოსწავლეები ეცნობიან გუნდის შექმნისა და მართვის ზოგად პრინციპებს, მათ შორის ჯგუფური მუშაობის სეგმენტური მეთოდის გამოყენებით განიხილავენ რამდენიმე თემას: გაეროს პროგრამიდან - „ხარისხიანი განათლება“, „ინოვაცია და ინფრასტრუქტურა" და სხვა; ჩვენ მიერ პროექტის ფარგლებში დამუშავებული საკითხები ხელს უწყობს მოზარდებში გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელი თავისებურებების უმტკივნეულოდ დაძლევას, რადგან მათ მიეცათ შანსი სრულყოფილად გამოევლინათ თავიანთი შესაძლებლობები, განევითარებინათ ეფექტური საჯარო გამოსვლებისა და პრეზენტაციის უნარები, სიმულაციური თამაშების საშუალებით მონაწილეობა მიეღოთ გადაწყვეტილების პროცესში,  შეიცნეს, როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლიდერის ფსიქოლოგიური მზაობა, მისი პიროვნული თვისებები; პროექტის მონაწილეებმა დამოუკიდებლად მოიძიეს და დაამუშავეს ინფორმაცია, შეისწველს ინტერვიუს აღებისა და რესპონდენტებთან მუშაობის სპეციფიკა, აგრეთვე რეალობასთან მიახლოვებულ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება.

გაკვეთილებზე იყო გამოყენებული სწავლების მრავალფეროვანი ფორმები და მეთოდები: ინტერაქტიური, ინტეგრირებული, პრაქტიკული, ინდივიდუალური, წყვილური, ჯგუფური, თამაში და  კეთებითი სწავლება, თანამშრომლობით სწავლება (დისკუსია, ოპონირება, კითხვა-პასუხი, როლუი თამაში).
პროექტისათვის გამოყოფილი მატერიალური რესურსების გამოყენებით (საკანცელარიო საგნები - 232.25 ლარის ოდენობით) მოსწავლეებმა გააკეთეს საკუთარი ნაშრომების გუნდური და ინდივიდუალური პრეზენტაცია, გამოუშვეს კედლის გაზეთები, შექმნეს პლაკატები, გააფორმეს  სლოგანები,  გუნდის სავიზიტო და მოსაწვევი ბარათები და სხვა.

ყველა გაკვეთილის დროს მიმდინარეობდა ფოტო-ვიდეო გადაღება  და ეს ვრცელი მასალა განთავსებულია  პორტალზე skola.edu.ge, ვიდეო ატვირთულია https://www.youtube.com/  სსიპ - ქალაქ თბილისის N128 სკოლის სახელით https://youtube.com/channel/UC0d0MSRfonPGKFbbuVUM5OA?feature=hovercard.
„თავისუფალი გაკვეთილები“ ჩატარების პროცესი  ფართოდ არის გაშუქებული ნატალია ქოჩლაძის საგანმანათლებლო ბლოგზე https://nataliakochladze.blogspot.com; მაგალითად, 25.05.2017 წ. - https://nataliakochladze.blogspot.com/search?q=თავისუფალი+გაკვეთილები 30.05.2017 წ. https://nataliakochladze.blogspot.com/search?q=цветок და სხვა სოციალურ ქსელში, მაგალითად, 02.06.2017 წ.https://www.facebook.com/natalia.kochladze/posts/822714631228745

პირველ გაკვეთილზე მასწავლებელმა გააცნო კლუბის მუშაობის მიზანი - ლიდერობის უნარების განვითარება-თვითწარდგენის მეთოდები, შეასწავლა პრეზენტაციების მომზადება-წარდგენის ტექნიკა, ისაუბრა აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად საჭირო ცოდნაზე. მასწავლებელმა თანამშრომლობითი გარემოს შესაქმნელად ეფექტურად გამოიყენა თვითწარდგენის  მეთოდი - „ინტერვიზია“.

მეორე გაკვეთილის თემა - „ლიდერობის უნარების განვითარება თვითწარდგენის მეთოდით.
მოსწავლეებმა ისწავლეს  გუნდის შექმნისა და მართვის ზოგადი პრინციპები. გაიგეს ჯგუფის წინაშე გამოსვლის ,,ინტერვიზიის“ (თვითწარდგენის) მეთოდიკა. დაკომპლექტდა 3 ჯგუფი. ახალ მეთოდზე დაყრდნობით მოსწავლეები გამოვიდნენ ინდივიდუალური პრეზენტაციებით - „ინტერვიზია“.

მესამე გაკვეთილის თემა-ჯგუფის წევრების წარდგენა - „ტრიადების“ მეთოდით. მოსწავლეები ისწავლეს ტრიადებში მუშაობის და გამოსვლის ზოგადი პრინციპები. გაიგეს, როგორ უნდა მოხდეს საკუთარი ჯგუფის წევრების წარდგინება საზოგადოების წინაშე. ჯგუფები დაიყო ტრიადებად, სადაც მომზადდა საჯარო გამოსვლა და ტრიადებმა წარმატებით წარადგინეს თავიანთი ჯგუფის წევრები.

მეოთხე აკვეთილის თემა - ლიდერთა ჯგუფების ჩამოყალიბება ინტერესების და პიროვნული თავისებურებების გათვალისწინებით. გაიმართა დისკუსია თემაზე: „რა არის კარგი გუნდის წინაპირობა.“ კლუბის წევრებმა დაამზადეს და წარმოადგინეს თავიანთი გუნდების სავიზიტო ბარათები და მოსაწვევები.

მეხუთე გაკვეთილის თემა: „ჯგუფის ლიდერის ზოგადი თვისებები და ფსიქოლოგიური მომზადება". ტესტის ,,ლიდერის ხასიათის“ განხილვისას მოსწავლეებმა ისაუბრეს საკუთარ თავზე, როგორც მომავალ ლიდერზე. ტესტის ჩატარების შემდეგ გაიმართა დისკუსია.

მეექვსე და მეშვიდე   გაკვეთილის თემა: ,,ჯგუფური მუშაობის  მეთოდები“ - მეთოდი ,,ყვავილი“. მოსწავლეები გაეცნენ აღნიშნული მეთოდით მუშაობის ინსტრუქციას და გუნდებში მზადდება  პრეზენტაცია  თემაზე: ,, მე რომ განათლების მინისტრი ვიყო“.
სიმულაციური როლური თამაშის მეთოდის გამოყენებით მოხდა განათლების სფეროში   ყველაზე აქტუალური პრობლემის გამოვლენა და სამომავლო გეგმების განხილვა.

მერვე  გაკვეთილზე  ჩატარდა მინი-ლექცია „რა არის გარდატეხის ასაკი“.
მოსწავლეებს ჩაუტარდა ტესტის „ჩემი ხასიათის“. განხილვის დროს მოზარდები იმსჯელეს იმაზე, თუ რა ეხმარება ან უშლის ხელს ურთიერთობის დამყარებაში ან სწავლაში.
მეცხრე და მეათე გაკვეთილების თემა იყო: „ჯგუფური მუშაობის სეგმენტური  მეთოდი“. მოსწავლეები პრაქტიკულად  გაეცნენ მეთოდის გამოყენების პრინციპებს და ამ მეთოდით დაამუშავეს თემა: „მე რომ პრეზიდერტი ვიყო“.
პრეზენტაციების დროს გამოავლინეს და განიხილეს ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯები.



მეთერთმეტე გაკვეთილის თემა: „როგორი უნდა იყოს ნამდვილი გუნდი“. ლიდერთა კლუბის წევრები ნახეს  ამერიკული ვიდეორგოლი „ადამიანის დარწმუნების 10 ხერხი“. მოეწყო სლაიდ-შოუს - „გუნდური მუშაობის სეგმენტური მეთოდის გამოყენება და  სახალისო მულტფილმ ,,გუნდის“ ჩვენება. ამის შემდეგ განიხილეს საკითხი, თუ როგორ იყენებენ დარწმუნების წესებს მარკეტოლოგები და ბანკირები საქართველოშივიდეოჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია თემაზე: „რომელი ხერხი უფრო გამოსადეგია თქვენთვის გუნდის წევრის დასარწმუნებლად?“  

მეთორმეტე გაკვეთილზე ჩატარდა როლური თამაში თემაზე: „რას შეცვლიდი შენს სკოლაში“. სამივე ჯგუფში  გადანაწილდა როლები- სკოლის დირექტორი, სასწავლო ნაწილის გამგე და სამეურვეო საბჭოს  წევრი და მიეცა დავალება -ზაფხულის არდადეგების დროს სკოლის მიმდებარე ტერიტორიის და ეზოს კეთილმოწყობის გეგმის შედგენა. ამისთვის გუნდები გავიდნენ სკოლის ეზოში და სპორტული მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაეცნენ მდგომარეობას და  დააფიქსირეს პრობლემა.




მეცამეტე გაკვეთილი ჩატარდა თემაზე: „სსიპ - ქალაქ თბილისის N128 საჯარო სკოლის პრობლემების გადაჭრის გზები“. ლიდერთა კლუბის“ წევრებმა დაამუშავეს ის მასალა, რომელიც  დაფიქსირებული ჰქონდათ  სკოლი  შემოვლის დროს. გაიმართა აზრთა გაცვლა პრიორიტეტული პრობლემების გამოსავლენად. შემდეგ გაიმართა სამივე გუნდის პრეზენტაცია თემაზე: ,,ჩემი სკოლის  ტერიტორიის კეთილმოწყობის გეგმა“.

მეთოთხმეტე  გაკვეთილის თემა: „ინოვაციური პროექტები’’.  გუნდებში კედლის გაზეთის შექმნა. აქცენტი გამახვილდა იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ  ჩვენ ქალაქში და რაიონში ახალგაზრდების ცხოვრება იყოს უფრი საინტერესო, ნაყოფიერი და სახალისო.
გაიმართა მომავალი გაზეთის მაკეტის წარდგენა.

მეთხუთმეტე გაკვეთილის თემა იყო - „ჩემი თბილისი“. გუნდების წევრებმა განიხილეს ის დადებითი და უარყოფითი ცვლილებები, რაც აღინიშნება ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში. შემდეგ დაიგეგმა სამოქმედო გეგმა, რომელიც მიმართულია მშობლიური ქალაქის კეთილმოწყობისაკენ. „ლიდერთა კლუბში“ დისკუსიის პარალელურად შეივსო სამსვეტიანი ცხრილი, სადაც გუნდების ლიდერები აფიქსირებდნენ თავიანთ აზრს. დისკუსიის შედეგი - გამოვლინდა რამოდენიმე პრობლემა - უსახლკაროების  დაბინავება, ბაზრებში  სანიტარული შემოწმება, პენსიების და ხელფასების გაზრდა, სპორტული მოედნებისა და აუზის აშენება ჩვენ რაიონში.

მეთექვსმეთე გაკვეთილის თემა - ინტერვიუ თემაზე - „ინოვაცია“.
„ბინულის“, „ვარსკლავის“ და „კრეატივის“ გუნდების წევრებმა ინტერვიუს ასაღებად  „ლიდერთა კლუბში“ დაპატიჟეს სტუმრები  - სკოლის დირექტორი, მშობლები, დაწყებითი და უფროსი კლასის მოსწავლეები. ჯგუფებში  მომზადდა კითხვარი - „რას შეცვლიდით ჩვენი სკოლის კეთილმოწყობისთვის?“ ,,როგორ მოვიზიდოთ საქართველოში ინვესტორი?“, ,,რომელი პრობლემაა თბილისელებისათვის დღეს ყველაზე აქტუალური?“  და სხვა. ლიდერებმა თავად შეძლეს შეხვედრის მომზადება და წარმართვა,  სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის რესპონდენტებთან მუშაობა.




მეჩვიდმეტე გაკვეთილზე „ლიდერთა კლუბში“ იყო სპორტის დღე.
ჩატარდა „მხიარული შეჯიბრებები“. გუნდები ეჯიბრებოდნენ სირბილში, კალათბურთში, მკლავჭიდში, ტანვაჯიშში, ჩატარდა მხიარული გუნდური თამაში, მაგალითად, - ,,წრეში ბურთი“ და სხვა.


ჩვენ ვართ ყველაზე ძლიერი  ლიდერები!


მეთვრამეტე  გაკვეთილზე  გაიმართა დისკუსია თემაზე: თავისუფალი აზრის გამოხატვის მეთოდები და სტრატეგიები“. გუნდების წევრებმა გააანალიზეს ის კითხვარი, რომელიც იყო გამოყენებული ინტერვიუს დროს, თავად უპასუხეს კითხვებს და დაიწყეს შემაჯამებელი სტატიის წერა თავისი გუნდების კედლის გაზეთებში.

მეცხრამეტე გაკვეთილზე ჩატარდა შემაჯამებელი კითხვარის შევსება. მოსწავლეებმა ჩამოთველეს  ის  თემები და პრობლემები, რომლებიც მეტად არის მათთვის საინტერესო, შემდეგ  სპეციალურ  ორმხრივ დაფაზე მოზარდებმა ჩამოწერეს ის საკითხები, რომელიც უკვე  განიხილეს და  პრობლემები, რომლებიც იქნება მსჯელობის საგანი  მომავალში.

2017 წლის 15 ივნისს ჩატარდა „ლიდერთა კლუბის“ მუშაობის დასკვნითი მეოცე გაკვეთილი. შემაჯამებელ ღონისძიებას ესტუმრნენ სკოლის დირექტორი, ადმინისტრაციის წევრები, არასამთავრობო საქველმოქმედო ფონდი „წყაროს“ პრეზიდენტი, მასწავლებლები, სკოლის მოსწავლეები და პროექტ „თავისუფალი გაკვეთილების - „ლიდერთა კლუბის“ წევრების მშობლები. ღონისძიებაზე  სამივე ჯგუფის  ლიდერმა ისაუბრა  გაწეული მუშაობის  შესახებ, აჩვენეს თავისი გუნდის საქმიანობაზე შექმნილ სლაიდ-შოუ, წარმოადგინეს საგანგებოდ მომზადებული მხარვტული კითხვის და მუსიკალური ნომერები. მასწავლებელმა და დირექტორმა შეაჯამეს პროექტ „თავისუფალი გაკვეთილების“ მუშაობა და დააჯილდოვეს 16 ყველაზე აქტიური ლიდერი. დასკვნით ღონისძიებაზე პროექტის ირგვლივ თავიანთი პოზიტიური შთაბეჭდილებები დააფიქსირეს მშობლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა; გამოთქვეს იმედი, რომ პროექტი „თავისუფალი გაკვეთილები“  გაგრძელდება მომავალ 2017-2018 წელს.












ლიდერთა კლუბში ანონიმურად ჩატარებული რეფლექსიიდან ჩანს თუ რა მოუტანა თავისუფალმა გაკვეთილებმა თითოეულ მოსწავლეს. შეკითხვაზე - რამდენად დაინტერესდნენ თავისუფალი გაკვეთილებით და რა იყო მათთვის სიახლე, მივიღეთ შემდეგი პასუხები:
გავიგე თუ რა არის გუნდური მუშაობა და მადლობა თქვენ ასეთი კლუბის დაარსებისათვის“, „მე ყველაზე მეტად მომეწონა ფსიქოლოგიური ტესტი, რადგან ასე ჩვენ გავიგეთ ჩვენი  ნამდვილი ხასიათი“, „ძალიან მომეწონა პროექტი, რადგან ვისწავლე, თუ როგორ უნდა გავხდე ლიდერი“, „მოხარული ვარ, რომ ეს კლუბი გაიხსნა, რადგან ვფიქრობ, რომ „თავისუფალი გაკვეთილები“ ადამიანს ეხმარება განვითარებაში“, „ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე“, „ერთიანი ძალებით გადავლახეთ სირთულეები“, „ვისწავლე სხვისი აზრის გათვალისწინება; მომეწონა როლური თამაში, მაგალითად სკოლის დირექტორისა და განათლების მინისტრის როლი; თავისუფალმა გაკვეთილებმა“ მოგვცეს ძალიან ბევრი ცოდნა, მაგ.: თუ რა არის პრობლემა, როგორ გადავჭრათ პრობლემები და როგორ შევუთანხმდეთ ერთმანეთს“, „გუნდური მუშაობა ყველა ბავშვს დაეხმარა, რომ იყოს უფრო გახსნილი და თავისუფალი, რადგან ბავშვებმა შეძლონ თავისი აზრის გამოხატვა“, „ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი კლუბით და მოხარული ვიქნები, რომ გაარძელოს კლუბმა მუშაობა“.












ამრიგად, პოექტ „ლიდერთა კლუბის“ ფარგლებში ჩვენ მიერ გამოყენებული მუშაობის ფორმები და მეთოდები მიმართული იყო მოსწავლეთა თვითგამოხატვის, საკუთარი ძალების მოსინჯვისა და რეალიზაციისაკენ. ასეთი მიდგომის შედეგად მოსწავლეებმა შეძლეს ჯგუფის მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება და გამოყენება, გაშლილი და არგუმენტირებული მსჯელობა, თანამშრომლობა ჯგუფის წევრებთან საერთო მიღწევებისათვის. ეს გვაძლევს იმის იმედს, რომ მომავალში ჩვენი მე-7 კლასელები ჩამოყალივდებიან აქტიურ, დამოუკიდებლად მოაზროვნე, ჰუმანურ და გათვითცნობიერებულ მოქალაქეებად.

ნატალია ქოჩლაძე
21 ივნისი 2017 წელი









 



https://nick-name.ru/nickname/id1366451/

Грузинская песня

К 100- летию Булата Окуджава