Translate

воскресенье, 25 ноября 2018 г.

Комиксы на уроках РКИ


В помощь учителю РКИ

 Мои авторские комиксы,созданные в программе  https://Pixton.com/ru/:t6nzwwef
  по теме ,,Покупки.Магазин " помогут учителю интереснее спланировать урок  на базовом уровне изучения иностранного языка и закрепить изученную лексику.
Ученики сами могут придумать реплики   и составить сюжетную линию всего текста в зависимости от возраста и языковой компетенции .










суббота, 24 ноября 2018 г.

 Наши уроки
     

                                                        Урок  РКИ  в 7 классе





                                       

Тема урока  ,,Национальный костюм"  7 классе   ( третий год обучения ) так заинтересовал ребят, что они не только рассказали, но и показали, нарисовали и продемонстрировали  костюмы разных стран и народов.

среда, 14 ноября 2018 г.


კვლევის მოკლე მიმოხილვა

 პედაგოგიური პრაქტიკის  კვლევა
რესურსების   გამოყენების ეფექტურობა
რუსული ენის 
სწავლების დროს
ავტორი: სსიპ ქალაქ თბილისის №128 საჯარო სკოლის
რუსული ენის  მასწავლებელი
ნატალია ქოჩლაძე
2017-2018 სასწავლო წელი.
       ნოემბერი-ივნისი
თბილისი

საკვლევი საკითხის  აქტუალურობა
საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება მნიშვნელოვანია ყველა კლასში, სწავლების ნებისმიერ  საფეხურზე, მაგრამ აქვე უნდა განვსაზღვროთ ისიც, სად და როგორ ვიყენებთ ამ რესურსებს, და ისიც, თუ რა მოცულობითა და სიხშირით გამოვიყენებთ რესურსებს რუსული ენის გაკვეთილებზე.

 რა  გავაკეთოთ იმისთვის, რომ სწავლა უფრო ხალისიანი, მოტივირებული  და შედეგზე ორიენტირებული იყოს? 
                                    კვლევის მიზანი:
·როგორ მოქმედებს რესურსების გამოყენება სწავლა-სწავლების ხარისხზე;·რა ტიპის რესურსები არსებობს;·რა დონით არის ჩართული რესურსების  გამოყენება სწავლა-სწავლებაში;·რისთვის და როგორ იყენებენ ამ რესურსებს მოსწავლეები,  პედაგოგები და მშობლები;·რა  გავაკეთოთ იმისთვის, რომ სწავლა უფრო ხალისიანი, მოტივირებული  და შედეგზე ორიენტირებული იყოს?
·რა კონკრეტული რჩევები  უნდა მივცეთ რუსული ენის მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს? 

                                 საგანმანათლებლო რესურსი: 
· დამატებითი ლიტერატურა;

·ელექტრონული  სასწავლო რესურსები;
·სასკოლო და მასწავლებლის საიტი/ბლოგი;
· აუდიო და ვიდეო რესურსები;
·თვალსაჩინოება;
·ბავშვის ხელით შექმნილი რესურსი.

                          კვლევის დაგეგმვა და სამიზნე ჯგუფი



1.კვლევის განხორციელებას სჭირდება 6-6,5 თვე;
2.საჭიროა, როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისობრივი კვლევის განხორციელება, რათა გაირკვეს, რამდენად ესმის თანამედროვე მშობელს, ოჯახის უფროს წევრებს, თუ რა როლი უკავია მატერიალურ, სასწავლო, თუ ინტერნეტრესურსებს სწავლა-სწავლების პროცესში, რა როლი უკავია (როგორც ადამიანურ რესურსებს)  და რამდენად მჭიდროა კავშირი მშობლისა და მასწავლებლის, მშობლისა და სკოლის ადმინისტრაციის.  
3. თუ კვლევის ფარგლებში განხორციელებული ინტერვენციები იქნება ეფექტური, შემუშავდება რეკომენდაცია, როგორც მშობლისთვის, ისე მოსწავლეებისათვის. 
კვლევის მეთოდები:
რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევები, დაკვირვება,  ფოკუსჯგუფი.
მოსალოდნელი შედეგები:
კვლევის შედეგების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები ეფექტურად იმუშავებს სასწავლო პროცესის გააქტიურებაზე და სასწავლო პროცესს სამივე სეგმენტისთვის გახდის უფრო საინტერესოს, რადგან  გაზომავს შერჩეული რესურსები  რამდენად შეცვლის სწავლა-სწავლების ხარისხს ასაკის გათვალისწინებით.   
კვლევის დღიური/ჩანაწერები
06.11.2017 - სკოლის ადმინისტრაცია დაინტერესდა ჩემი კვლევის თემით და მირჩია გამოკითხვაში, ფოკუს-ჯგუფებში და სხვა აქტივობაში ჩავრთო ყველა საფეხურის - მე- 5 -მე 12 კლასების  წარმომადგენლები, როგორც მშობლები, ისე მოსწავლე და მასწავლებელი, რასაც ინტერესით გამოეხმაურნენ სხვადასხვა საფეხურის კოლეგები. 
2017 წ. ნოემბერი- შევიმუშავე კითხვარები მშობლებისთვის, მოსწავლეთათვის, მოვამზადე კითხვარები ფოკუს-ჯგუფებისათვის, ინტერვენისთვის საჭირო სხვა დოკუმენტი.
1.12.2017წ. – მე-5-12 კლასების 75 მშობლებს დავურიგე ,,კითხვარი მშობლებისათვის“, რომელშიც დავამუშავე რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევის მეთოდები.
04.12.2017- მე-111 კლასის მოსწავლეებთან ჩავატარე №1 ფოკუსჯგუფი ( იხ.დანართი 1), მოსწავლეების დისკუსია  იყო ძალიან საინტერესო; წარმოთქმული  თემები ძირითადათ იყო ინტერნეტრესურსების უსაფრთხო გამოყენებაზე. დისკუსიის დროს იყო განხილული ,,რესურსების როლი მოსწავლეთა სასწავლო პროცესში“.
№1 ფოკუსჯგუფის განსახილველი თემები
1.თქვენი აზრით, რომელ თემას/საკითხს  უნდა   დაეთმოს მეტი  სასწავლო საათი? 
2.რუსული ენის სწავლისას  რომელი საკითხი საჭიროებს  მეტ  ვიზუალიზაციას?
3.რამდენი დრო  გეხარჯებათ  წერითი დავალების  შესრულებაზე /სწავლაზე?
4.რამდენი საათი ხართ ინტერნეტში?
5.იყენებთ  თუ არა  სწავლისათვის აუცილებელ  დამატებით ინტერნეტრესურსებს?  რომელს ?
6.თქვენი აზრით, რა ობიექტური და სუბიექტური  გარემოება  უშლის  ხელს მოსწავლეს მაქსიმალურად გამოიყენოს თავის პოტენციალი?  
7. გაქვთ თუ არა  ტერმინოლოგიის  გაგების პრობლემა?
8. თქვენი აზრით, რამდენად ადვილად არის გადმოცემული გრამატიკის მასალა საბაზო- საშუალო საფეხურზე?

06.12.2017-1.06.18 განვახორციელე ინტერვენციები.
13.12.2017 ჩავატარე  პირველი ღია გაკვეთილი თემაზე ,, ეკოლოგია“, სადაც გამოვიყენე ჩემ მიერ  შექმნილი  რესურსი - ბარათები -,,ნებადართულია “,  ,,აკრძალულია“( ,,Нужно”/,, Запрещено“) და ინტერნეტრესურსი - სასწავლო მულტფილმი ეკოლოგიის თემაზე.
18.12.2017-   მე-5 -მე-7 კლასებში  ჩავატარე გაკვეთილები თემაზე ,,მოდის  ახალი წელი “  და გამოვიყენე ჩემი ელექტრონული წიგნი ,,Новый год.Традиции и особенности встречи Нового года“, რომელიც შექმნილია პროგრამა  TurboSite  მეშვეობით. მისამართი - file:///D:/natalia/!!!%20главное%20natalia/dokuments/Desktop/ზოგადი%20ქოჩლაძის%20პორტფოლიო/ჩემი%20რესურსები/Эл.книга%20Н.Кочладзе%20Новый%20год/indexНАЧАЛО%20ЧТЕНИЯ%20КНИГИ.html 
2.01.2018 -საიტზე ,,რუსული ენა  საქართველოში“ http://russianlanguageingeorgia.ge   
და ფეისბუკგვერდზე https://www.facebook.com/russkiyazik.ge/  სტატიის,,Что такое РКИ” გამოქვეყნება. მისამართი:https://www.facebook.com/russkiyazik.ge/posts/217639318780433
23.02.18 - მე-10-მე-11-მე-12 კლასელთათვის ჩავატარე  სასწავლო- საგანმანათლებლო ექსკურსია ExpoGeorgia-ში განათლების მე-8 საერთაშორისო გამოფენაზე. უფროსკლასელებს ჰქონდათ საშუალება  გაცნობოდნენ ბევრი ქვეყნის სასწავლებლების პროგრამებს, ლექტორებს და სასწავლო რესურსებს. მონაწილეობდნენ კონფერენციაში და მრგვალი მაგიდის მუშაობაში. 
https://www.facebook.com/events/149518989087151/?acontext=%7B%22ref%22%3A3%2C%22action_history%22%3A%22null%22%7D&fref=nf
28.02.18 - ჩავატარე  მეორე ღია გაკვეთილი თემაზე,, მოგზაურობა“. გამოვიყენე, როგორც ელექტრონული რესურსი- აუდიოჩანაწერი, ისე გაკვეთილისთვის საგანგებოდ შედგენილი კროსვორდები.
05 .04.2018  წ. ჩემ  საგანმანათლებლო ბლოგში ,,128 სკოლის რუსული ენის კათედრა .Кафедра русского языка школы №128 города Тбилиси “ გამოვაქვეყნე ,,2018 წლის გამოკითხვა  - კითხვარი     მშობლებისათვის“.
ბლოგის მისამართია:https://nataliakochladze.blogspot.com/2018/04/2018.html
25.04.2018 Г. – მეექვსე კლასში (დ-2 დონე) დავგეგმე და ჩავატარე გაკვეთილი-თამაში ნასწავლი ლექსიკის გამეორებაზე .თემა ,,მეგობრობა“ (ტექსტი ,,კეთილი დიასახლისი“) გაკვეთილს ესწრებოდა  თსუ-ს სტაჟიორი  არუსიაკი მელიქიანი.
ბლოგში HTTPS://NATALIAKOCHLADZE.BLOGSPOT.COM/2018/04/BLOG-POST.HTML
გამოვაქვეყნე ჩემი სტატია ,,Методика проведения подвижных игр на уроках РКИ”
 ,,უცხოურის (რუსული)  ენის გაკვეთილებზე მოძრევი თამაშების ჩატარების  მეთოდიკა. გამოცდილების  გაზიარება.“
2018 მაისი -  დავესწარი სამუშაო შეხვედრის 3 სხდომას (ორგანიზატორი-თეა ძაგნიძე  .თემა - ,,პრაქტიკის კვლევა“                                                           
5.05.18 დავესწარი კონფერენციას - "სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები. მოსწავლეთა წიგნიერება“, ,, PIRLS 2006-2016; “ და  მივიღე მონაწილეობა დისკუსიაში.  ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო მსოფლიოს 70 ქვეყანაში ჩატარებული კვლევების ანგარიშის გაცნობა, თუ რა ზეგავლენა  აქვს რესურსებს  სწავლის დონეზე, განსაკუთრებულად კი -   პრეზენტაციები     რესურსების   გამოყენების ეფექტურობაზე.  
12.05.18-27.05.18 - მასწავლებლის სახლის ტრენინგების გავლა ,,Методика РКИ”, სადაც ვრცლად გავიარეთ ავთენტური რესურსების, აუდიო და ვიდეორესურსების გამოყენების მეთოდიკა სამეტყველო და აუდირების მიმართულებით დაგეგმილ გაკვეთილებზე.
23.05.18- ჩავატარე №2 ფოკუსჯგუფი მასწავლებლებისათვის. დისკუსია  იყო ძალიან საინტერესო; პედაგოგები წარმოთქვამდნენ საინტერესო  იდეებს თემაზე -,,რესურსების  როლი  სასწავლო პროცესში“.
24.05.18 - №1 კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა თემაზე :,,კვლევის დაგეგმვა“
29.05.18 -№2 კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა თემაზე:,,კვლევის დაგეგმვა“
30.05.18 - ჩავატარე  მესამე ღია გაკვეთილი. გამჭოლ კომპეტენციაზე-სწავლის  სწავლაზე ორიენტირებული   სამოდელო გაკვეთილი თემაზე  ,, პროფესიები“. გამოვიყენე, როგორც ავთენტური საგნები (მეთოდი ,,ნივთებად დაყოფილი ინფორმაცია“- ,,ისტორია ჩანთიდან“).
31.05.18 №3 - კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა თემაზე:  ,, კვლევის დაგეგმვა“
1.06.18-    №2 გამოკითხვა  მე-5-12 კლასების 74 მოსწავლეს  დაურიგე ,, კითხვარი მოსწავლეთათვის“, რომელიც დავამუშავე რაოდენობრივი კვლევის მეთოდით .
6.06.18- კვლევის შედეგები გავაცანი სხვა პედაგოდებს, კვლევის შედეგების გაცნობის შემდეგ პედაგოგებმა გამოთქვეს თავიანთი შეხედულებები, მათ აღნიშნეს, რომ მათთვის მისაღებია და გასათვალისწინებელია ის რეკომენდაციები, რომლებიც კვლევის შედეგიდან გამომდინარეობს.

რაოდენობრივი კვლევის მერე ჩავატარე თვისობრივი კვლევა, რომლის მიზანი იყო დამედგინა:

  1. მშობლის ( როგორც რესურსის) როლი რუსული ენის სწავლა/სწავლებაში.
  2. როგორ იცვლება  მშობლების დამოკიდებულება  საკუთარი  შვილის სწავლის მიმართ

 ინტერვენციის ჩატარება

კვლევის დაწყებამდეც გაკვეთილზე ვიყენებდი მრავალფეროვან რესურსებს,  მეთოდებს  და  აქტივობას, როგორებიცაა, მაგალითად: ვიცი, მინდა ვიცოდე, გავიგე; ჯგუფური მუშაობის სეგმენტური მეთოდი და მეთოდი ,,ყვავილი“, წყვილებში, ჯგუფებში და ტრიადებში’’, ახალი მასალის ახსნის დროს ხშირად ვიყენებდი განმავითარებელი შეფასების ერთ-ერთ ინსტრუმენტს - შუქნიშანს, აღსანიშნავია, რომ ეს დასარიგებელი  რესურსი - წითელი ბარათები სიტყვით ,,აკრძალულია“ ,,Запрещено” და მწვანე სიტყვით ,,აუცილებელია“ ,,Нужно“  მოამზადეს მოსწავლეებმა. დაწყებით საფეხურის - მე-5 და მე-6 კლასელებისთვის 2018 წლის მარტიდან უკვე ხელმისაწვდომია აუდიორესურსები -მოსასმენი  ტექსტები თემების მიხედვით.
ინტერვენციის ფარგლებში დავგეგმე და  განვახორციელე მრავალფეროვანი  აქტივობა. დამატებითი მასალა შემქონდა ან თავად მოსწავლეს ვთხოვდი, მოეძიებინათ გაკვეთილის თემატიკასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია. სლაიდ-შოუს გარდა, ხშირად ვიყენებდი ვიდეო ფილმებს, მაგალითად. ,,Инфоурок” რათა გამეზარდა მოსწავლეთა დაინტერესება და თან სასწავლო გარემო ყოფილიყო სახალისო.
მაგალითად, თემის ,,პეტერბურგის“ გავლის დროს ვაჩვენებდი ვიდეოფილმს ,,Петербург- город Петра.” ყველა კლასში პროგრამული მასალის გავლის დროს სისტემატურად ვიყენებ აუდიოჩანაწერებს - ვასმენინებ მხატვრულ ნაწარმოებებს, დიალოგებს, სიმღერებს  და ზღაპრებს.ინტერვენციისათვის დავგეგმე და ჩავატარე მთელი რიგი აქტივობა, ვეცადე გამომეყენებინა რესურსების მთელი სპექტრი - გაკვეთილებიდან დაწყებული კონფერენციით და სასწავლო ექსკურსიით დამთავრებული. პირველ რიგში კი, ჩავატერე   სხვადასხვა მიმართულების გაკვეთილები , მათ შორის, ორი ღია სტანდარტული და ერთი სამოდელო. ამ პერიოდში დავწერე და გამოვაქვეყნე საგანმანათლებლო  საიტებზე ,,Русский язык в Грузии” https://www.facebook.com/russkiyazik.ge/,
   ,, Методический центр русского языка в Баку “; ,,Методический центр русского языка“.,https://www.uchitelrusdili.ru/single-post/2018/05/15/Методика-проведения-подвижных-игр-на-уроках-РКИ და ჩემ  ბლოგში ,,128 სკოლის რუსული ენის კათედრა “ (https://nataliakochladze.blogspot.com)
20 -ზე მეტი მეთოდური ხასიათის პუბლიკაცია.
შევადგინე საგაკვეთილო რესურსები -კროსვორდები,  ,,მოლოდინის ხე“თემაზე ,,პროფესიები“,  შევადგინე დიაგნოსტიკური, შემაჯამებელი და სავარჯიშო ტესრები სამივე დონის მოსწავლეთათვის და ბევრი სხვა.  სწავლის ხარისხისა და მოტივაციის ასამაღლებლად  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსწავვლეებმა  თვითონ, თავისი ხელით შექმნან  სასწავლო რესურსები, ამიტომ მე-5 კლასში ჩავატარე კონკურსი  ,, ჩემი ანბანი“ ( ,,Мой алфавит “). მე-6-7 კლასებში ჩავატარე  სარვამარტო ღია ბარათების კონკურსი, მოსწავეებმა თავად შექნეს სასწავლო რესურები რუსულ ენაზე.                                         ყველა კლასში აქტიურად ვიყენებ დამატებით მხატვტულ და სასწავლო ლიტერატურას, როგორც რესურსს. მაგალითად,დეკემბერში დაწყებითი და საბაზო სკოლის მოსწავლეებთან ჩავატარეთ  სასკოლო ღონისძიება საბავშვო პოეტის  სამუილ  მარშაკის იუბილესთან დაკავშირები.
დეკემბერში  წინასაახალწლო თემის გასვლისას მე-5 -მე-7 კლასებში  ჩავატარე გაკვეთილები თემაზე ,,მოდის  ახალი წელი  და გამოვიყენე ჩემი საავტორო ელექტრონული წიგნი ,,Новый год.Традиции и особенности встречи Нового года“ , რომელიც არის  შექმნილი პროგრამა  TurboSite  მეშვეობით.მისამარი file:///D:/natalia/!!!%20главное%20natalia/dokuments/Desktop/ზოგადი%20ქოჩლაძის%20პორტფოლიო/ჩემი%20რესურსები/Эл.книга%20Н.Кочладзе%20Новый%20год/indexНАЧАЛО%20ЧТЕНИЯ%20КНИГИ.html.
ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დავეხმაროთ უფროსკლასელებს პროფესიის არჩევანში, ამიტომ 23.02.18 -მე-10-11-12 კლასელთათვის ჩავატარე  სასწავლო- საგანმანათლებლო ექსკურსია ExpoGeorgia-ში  განათლების მე-8 საერთაშორისო გამოფენაზე. უფროსკლასელებს ჰქონდათ საშუალება  გაცნობოდნენ ბევრი ქვეყნის სასწავლებლბის პროგრამებს, ლექტორებს და სასწავლო რესურსებს. მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა კონფერენციაში და მრგვალი მაგიდის მუშაობაში. ექსკურსია, როგორც რესურსი, აღმოჩნდა ძალიან შედეგიანი. ყველა მოსწავლემ აღნიშნა, რომ ამ ტიპის სასწავლო-შემეცნებით ღონისძიაბას ესტუმრნენ პირველად და ძალიან კმაყოფილნი დარჩნენ.
28.02.18 - ჩავატარე  მეორე ღია გაკვეთილი თემაზე,, მოგზაურობა“. გამოვიყენე, როგორც ელექტრონული რესურსი- აუდიოჩანაწერი, ისე გაკვეთილისთვის საგანგებოდ შედგენილი კროსვორდები.
მთელი ინტერვენციის პერიოდში ვცდილობდი მუდმივი კონტაქტი მქონოდა მშობლებთან. ამიტომ  ჩემ  საგანმანათლებლო ბლოგში ,,128 სკოლის რუსული ენის კათედრა .Кафедра русского языка школы №128 города Тбилиси “ გამოვაქვეყნე ,,2018 წლის გამოკითხვა  - კითხვარი     მშობლებისათვის“.
ბლოგის მისამართია:https://nataliakochladze.blogspot.com/2018/04/2018.html
25.04.18  – მეექვსე კლასში (დ-2 დონე) დავგეგმე და ჩავატარე გაკვეთილი-თამაში ნასწავლი ლექსიკის გამეორებაზე. თემა -,,მეგობრობა“ (ტექსტი ,,კეთილი დიასახლისი“). გაკვეთილს ესწრებოდა  თსუ-ს სტაჟიორი  არუსიაკი მელიქიანი. გაკვეთილზე ჩავრარე ორი თამაში - ესტაფეტა სასიგნალო ბარათების გამოყენებით (მიზანი - ნასწავლი ტექსტის  გაგება-გააზრების უნარის შემოწმება) და  მოძრავი თამაში ( მეთოდი ,,ორი წრე“) ნასწავლი ლექსიკური ერთეულების გამეორებაზე და პრაქტიკაში გამოყენებაზე ( მიმართულება ,,სწავლით- სწავლა“).
მოძრავი თამაშების მეთოდოლოგიაზე დავწერე  ვრცელი სტატია ,, უცხოური (რუსულიენის გაკვეთილებზე მოძრევი თამაშების ჩატარების  მეთოდიკა. გამოცდილების  გაზიარება და გამოვაქვეყნე ბლოგში https://nataliakochladze.blogspot.com/2018/04/blog-post.html
,,МЕТОДИКА ПРОВЕДЕНИЯ ПОДВИЖНЫХ ИГР НА УРОКАХ РКИ.“
2018 მაისი-  მივიღე მონაწილეობა სამ სამუშაო შეხვედრაში ( ორგანიზატორი-თეა ძაგნიძე  .თემა - ,, კვლევის დაგეგმვა“) , ეს სამუშაო შეხვედრები - ძალიან საჭირო რესურსია ყველა მასწავლებლისთვის.                                             
 5.05.18 ჩავერთე დისკუსიაში, რომელიც ჩატარდა საერთაშორისო კონფერენციის - "სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები. მოსწავლეთა წიგნიერება“, ,,PIRLS 2006-2016; “ფარგლებში.  ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო მსოფლიოს 70 ქვეყანაში ჩატარებული კვლევების ანგარიშის გაცნობა, თუ რა ზეგავლენა  აქვს რესურსებს  სწავლის დონეზე, განსაკუთრებულად კი -   პრეზენტაციები     რესურსების   გამოყენების ეფექტურობაზე . 
 მასწავლებლებისთვის ძალინ აქტუალურია საგნობრივი მეთოდური სიახლეების გაცნობა და ამ მხვრივ ტრენინგი, როგორც რესურსი, განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია.          12.05.18-27.05.18 ჩვენი სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის კათედრის ყველა პედაგოგმა გაიარა მასწავლებლის სახლის ტრენინგები რუსულ ენაში ,,Методика РКИ”, სადაც ვრცლად გავეცანით ბოლო მეთოდურ სიახლეს, მათ შორის, ავტენტური რესურსების, აუდიო და ვიდეორესურსების გამოყენების მეთოდიკას სამეტყველო და აუდირების მიმართულებით დაგეგმილ გაკვეთილებზე.
23.05.18- ჩავატარე №2 ფოკუსჯგუფი მასწავლებლებისათვის. დისკუსია  იყო ძალიან საინტერესო; პედაგოგები წარმოთქვამდნენ საინტერესო  იდეებს თემაზე -,,რესურსების  როლი  სასწავლო პროცესში“.მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ ბოლო პერიოდში ინტერნეტის გამოყენებით გაკვეთილის ჩატარება გახდა უფრო სახალისო და საინტერესო, მაგრამ თითქმის ყველა აღნიშნავს, რომ სკოლაში, სადაც  ათასამდე მოსწავლეა, კარგი იქნბოდა ცალკე საპრეზენტაციო კაბინეტების მოწყობა.
30.05.18 - ჩავატარე  მესამე ღია გაკვეთილი. გამჭოლ კომპეტენციაზე-სწავლის  სწავლაზე ორიენტირებული   სამოდელო გაკვეთილი თემაზე  ,,პროფესიები“. გამოვიყენე ავთენტური საგნები (მეთოდი ,,ნივთებად დაყოფილი ინფორმაცია“- ,,ისტორია ჩანთიდან“.)

ინტერვენციის შედეგების შეფასების მეთოდები

ინტერვენციის შეფასებისთვის გამოვიყენე მოსწავლეების გამოკითხვა კითხვარებით. 1.06.18-    №2 გამოკითხვაში მიიღო მონაწილეობს   მე-5-12 კლასების 74 მოსწავლე.  ,, კითხვარი მოსწავლეთათვის“,  დავამუშავე რაოდენობრივი კვლევის მეთოდით . გამოკითხვა  მიზნად ისახავდა გაგვეგო   გაიზარდა თუ არა მოსწავლეთა მოტივაცია განხორციელებული ინტერვენციების საფუძველზე, რაზე უნდა გავამავხილოთ ყურადღება რუსული ენის სწავლის დროს.

დასკვნა  და რეკომენდაციები

 კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენდა იმის დადგენა, თუ რა რესურსები დაეხმარება მოსწავლეს რუსული ენის უკეთ შესწავლას. როგორც კვლევამ აჩვენა, ხშირად სწავლის დაბალი შედეგის  მიზეზი არის მოსწავლის ენობრივი ბარიერი, ლექსიკური მარაგის სიმწირე ,სახლში ინტერნეტრესურსების გამოყენების/წვდოლის პრობლემა.სასწავლო გარემო, სახელმძღვანელოების ხარისხი, კლასში მოსწავლეთა დიდი რაოდენობა, ასევე შედარებით ერთფეროვანი სწავლების მეთოდების და აქტივობების გამოყენებაცალკე პრობლემაა- აუდირების გაკვეთილების სისტემატური ჩატარება, რათგან არც ერთ წიგნს არ ახლავს აუდიოჩანაწერი. ამ მხრივ ჩვენი კოლეგები - ინგლისური ენის მასწავლებლები არიან ძალიან კარგ პირობებში.
ინტერვენციის დროს მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად გამოვიყენე  მრავალფეროვანი მეთოდი და  აქტივობა.
როგორც მიღებული შედეგები გვიჩვენებს, მოტივაცია მცირედ, მაგრამ მაინც გაიზარდა, შეიძლება მეტად იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი რესურსი - აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, სლაიდ-შოუ, ვიდეო ფილმები, თვალსაჩინოებები, დამატებითი მასალა და სხვა. ასევე სასურველია გამოყენებულ იქნას  მეტი საკომუნიკაციო დავალება - სიტუაციური თამაში, დიალოგების შედგენა, სამაგიდო, ენობრივი ან მოძრავი თამაში, რადგან ასეთი ტიპის ინტერაქციები მეტად აინტერესებთ მოსწავლეებს და სწავლის პროცესსაც უფრო სახალისოს  დის.
კვლევამ აჩვენა, რომ მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებით გავლენას ახდენს მშობლის აქტიური  ჩართვა შვილის  სწავლის პროცესში კვლევამ აჩვენა, რომ ვერც მშობლები, ვერც  მოსწავლეები ვერ იყენებენ სათანადოდ მრავალფეროვან ინტერნეტრესურსებს, თუმცა წვდომა ინტერნეტთან აქვს ყველას. უფროსკლასელების 40% ჭირდება მშობლის დახმარება ან რჩევა, მაგრამ მშობლების უმეტესობა არ ინტერესდება საკუთარი შვილების სასკოლო ცხოვრებით და აქვთ ბუნდოვანი წარმოდგენა იმაზეთუ როგორ უნდა დაეხმარონ  უცხოური ენის უკეთ შესწავლაში. მშობლების ასეთი დაბალი აქტივობა არის მიზეზი იმისა, რომ   საქართველო არის  სწავლების ძალიან დაბალი დონეზე. ამას ადასტურებს ,, PIRLS 2006-2016 კვლევა "სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები. მოსწავლეთა წიგნიერება“,
მოსწვლეები უპირატესობას ანიჭებენ ისეთ გაკვეთილებს, რომლებშიც  გამოყენებული იქნება სხვადასხვა რესურსი და მრავალფეროვანი მეთოდი. აღმოჩნდა, რომ დაწყებით და საშუალო საფეხურზე მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის შედეგიანობაზე დადებით გავლენას ახდენს გასვლითი გაკვეთილები, რუსულენოვანი აუდიო, ვიდეო და მულტფილმების ყურება, მოძრავი თამაშები, ექსკურსიები, კონკურსები და სხვა აქტივობა, სადაც ბავშვებს აქვთ საშუალება  მათი წარმატების აღიარება მოხდეს, როგორც პედაგოგის , ისე კლასელის მიერ.
დასკვნის სახით, მინდა ვურჩიო მოსწავლეებს, რუსული ენის მასწავლებლებს და მშობლებს  აქტიურად გამოიყენონ  ისეთი რესურსები, რომლებიც დაეხმარება ყველა ასაკის ბავშვს რუსული ენის დაუფლებაში:
·          დაწყებით  და საბაზო საფეხურზე გამოთქმაში და მახვილის დასმაში დაგეხმარებათ პროგრამა ,,Ударения   http://morpher.ru/accentizer/
(ნებისმიერ  თქვენს მიერ არჩეულ ტექსტში ჩასვამს მახვილებს)
·          ანბანურ პერიოდში შეგიძლიათ გამოიყენოთ პროგრამა ,,Прописи  http://tobemum.ru/deti/kak-nauchit/generator-propisi/ , რომელიც ნებისმიერ ტექსტს  დაწერს, როგორც ბეჭდული ასოების, ისე ხელნაწერით და პუნკტირით, როგორც მაჩვენებს ჩემი პრაქტიკა, ეს არის ის ძირითადი სირთულე, რომელიც უკვე დაძლევადია მოკლე დროში, ამ პროგრამების გამოყენება განსაკუთრებულად აქტუალურია არდადეგების პერიოდში.
·          მშობლებს მინდა ვურჩიო გამონახონ დრო და  მეტი ყურადღებით გააკონტროლონ, რამდენ საათს უთმობს შვილი ინტერნეტს და რას უყურებს, თავად კი უფრო ხშირად ჰქონდეთ უკუკავშირი პედაგოგებთან საგანმანათლებლო ბლოგების და საიტების მეშვეობით http://nataliakochladze.blogspot.com ,, 128 სკოლის რუსული ენის კათედრა“ და
https://www.facebook.com/128skola/ მეშვეობით, სადაც ნახავერ, როგორ სწავლობენ  შვილები და გაეცნობიან ყველა  სიახლეს - პროგრამებს, ტესტებს, სტატიებს, ღონისძიებების ამსახველ კადრებს და სხვა მასალას.
·          უნდა მოხდეს მოსწავლეთა გააქტიურება, ამაში იგულისხმება ისეთი სტრატეგიების გამოყენება, როგორებიცაა: დისკუსია, ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაციები, როლური თამაშები, საგანმანათლებლო ექსკურსიები და ა.შ.
·          სისტემატურად გამოიყენეთ ზოგადად ტელევიზია, ინტერნეტი, სპეციალიზირებული გადაცემები,  შემეცნებითი პროგრამები, კინო, აუდიო და ვიდეოკლიპები  რუსულ ენაზე   ენობრივი/სამეტყველო მარაგის გამდიდრებაში: https://infourok.ru/tests

·          ვიდეოგაკვეთილების დიდი არჩევანი არის ამ გვერზე: https://infourok.ru/videouroki

·          ტესტური დავალებების დიდი არჩევანი ,,Образцы тестовых блоков по уровням“ http://www.pushkin.institute/Certificates/CCT/tests-online.php

·          მშობლებს დაეხმარება ვიდეოფილმები https://youtu.be/OSRBxtP0KMs 1-урок. УЧИМ РУССКИЙ ЯЗЫК. Кто? Что?



  •       რეკომენდაცია
  • სასწავლო პერიოდში აქტიურად გამოიყენეთ სხვადასხვა რესურსი, მათ შორის ,კვლევაში მოცემული  ინტერნეტრესურსები და მრავალფეროვანი მეთოდი. დაწყებით და საშუალო საფეხურზე მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის შედეგიანობაზე დადებით გავლენას ახდენს გასვლითი გაკვეთილები, რუსულენოვანი აუდიო, ვიდეო და მულტფილმების ყურება, მოძრავი თამაშები, ექსკურსიები, კონკურსები და სხვა აქტივობა, სადაც ბავშვებს ექნებათ საშუალება  მათი წარმატების აღიარება მოხდეს, როგორც პედაგოგის, ისე კლასელის მხრიდან.
  • იმედი გვაქვს, რომ მშობლები მეტ ყურადღებას დაუთმობენ შვილებს და დაამყარებენ უფრო მჭიდრო კავშირს სკოლასთან.


  • რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ


    6.06.18- კვლევის შედეგები გავაცანი ჩემი სკოლის  პედაგოდებს, ვაჩვენე საგანგებოდ შექმნილი სლაიდ-შოუ , კვლევის შედეგების გაცნობის შემდეგ პედაგოგებმა გამოთქვეს თავიანთი შეხედულებები, მათ აღნიშნეს, რომ კვლევა საინტერესოა და მათთვის მისაღები, გასათვალისწინებელია ის რეკომენდაციები, რომლებიც კვლევის შედეგიდან გამომდინარეობს. განსაკუთრებული ინტერესი იყო იმ პრაქტიკული რჩევების მიმართ, რომლებიც არის მოცემული კვლევის რეკომენდაციებში.
    ვფიქრობ, ჩემ მიერ წარმოებული კვლევა დამეხმარება ჩემი მოსწავლეების საგნისადმი ინტერესისა და მოტივაციის გაზრდაში, დააფიქრებს კვლევაში მონაწილე 74 მშობელს და გაზრდის მათ ჩართულობას სასწავლო პროცესში. კოლეგები კი გაითვალისწინებენ ჩემს რეკომენდაციებს და უფრო მრავალფეროვან აქტივობებს გამოიყენებენ და მოსწავლეთათვის საინტერესო გაკვეთილებს დაგეგმავენ.
    რუსულ ენის მასწავლემელმა ნინო კობიაშვილმა აღნიშნა, რომ  ტექნიკით უზრუნვეყოფილი კლასი ან უცხოური ენის  კაბინეტი მკვეთრად აამაღლებდა  ენისადმი ინტერესს და სწავლების ხარისხს. ყველა საგნის პედაგოგი დაეთანხმა კვლევის დასკვნის იმ ნაწილს, რომელიც განიხილავს მშობლის, როგორც ადამიანური რესურსის, გამოყენებას სასწავლო პროცესში. პედაგოგებმა გამოთქვეს იმედი, რომ მშობლები მეტ ყურადღებას დაუთმობენ შვილებს და დაამყარებენ უფრო მჭიდრო კავშირს სკოლასთან.


            

    https://nick-name.ru/nickname/id1366451/

    Грузинская песня

    К 100- летию Булата Окуджава