2022 წელის ოქტომბერში №128 საჯარო სკოლაში ჩატარდა სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია კახეთში. მოვინახულეთ შუამთის , იყალტოს მონასტრები , ისტორიული ძეგლები , იყალტოს აკადემია და ქალაქი თელავი.
ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი — გვიანი შუა საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური დედათა მონასტერი კახეთში, ახლანდელ თელავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ქალაქ თელავთან ახლოს, ცივგომბორის მთის კალთაზე. მონასტერი დაფუნძნდა XVI საუკუნის 50-იან წლებში, მას შემდეგ, რაც ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა.
ახალი მონასტერი კახეთის მეფის ლევანის მეუღლის, თინათინის მიერ დაარსდა, რომელიც მონაზვნად აღიკვეცა და ახალი შუამთის მონასტერშია დაკრძალული.
ახალი შუამთის ღვთისმშობლის ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[2]
იყალთოს მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს კახეთის მხარეში, თელავის მუნიციპალიტეტში, თელავის ჩრდილოეთით, 7-8 კმ-ზე.
მონასტერი VI საუკუნეში დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა, რომლის წმინდა ნაწილებიც ამავე მონასტერში განისვენებს. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია
თელავი. ახლანდელი თელავის ტერიტორიაზე პირველი დასახლება გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა, ელინისტურ ხანაში განვითარდა, ხოლო გვიანდელ ანტიკურ ხანაში მის ბაზაზე წარმოიქმნა ქალაქის ტიპის დასახლება. პირველად მოხსენიებულია ძველი ბერძენი გეოგრაფის პტოლემეს (II ს.) „გეოგრაფიაში“ „Teleda-ს“ ფორმით.
ქართულ წყაროებში გვხვდება XI საუკუნიდან, როდესაც კვირიკე III-მ გააერთიანა კახეთ-ჰერეთის სამეფო, მიიღო მეფის ტიტული და დედაქალაქი თელავში დააფუძნა. XII საუკუნეში იგი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი იყო განვითარებული ვაჭრობითა და ხელოსნობით. თელავზე გადიოდა სავაჭრო-საქარავნო გზები