Translate

понедельник, 3 апреля 2017 г.

Новый Национальный Стандарт образования

Новый Национальный Стандарт образования

Новшества и изменения , касающиеся преподавания второго иностранного языка.
Вступает в силу  с 15.09.2018 года

ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებებია
29-03-2017
ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელდა გარკვეული ცვლილებები. 

მათ შორის ცვლილება შეეხო (ბრძანება N27/ნ, 15.02.2017წ.) სასწავლო გეგმის დანერგვის ვადას და ნაცვლად 2017 წლის 15 სექტემბრისა განისაზღვრა 2018 წლის 15 სექტემბრით.

კონსოლიდირებული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ბრძანება N40/ნ (18.05.2016წ)დანართი N1 


ძალაშია 15.09.2018 წ.

17.02.2017 წლის მდგომარეობით

დანართი 1 ამონარიდი II უცხოური ენისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმა 

კარი I - სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზების ადმინისტრაციული და კონცეპტუალური საკითხები

თავი I.  ეროვნული სასწავლო გეგმის სტრუქტურა და ზოგადი განათლების საფეხურები


საჯარო სკოლაში IV-XII კლასებში გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 45 წუთით. პირველ კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 35 წუთით, ხოლო II და III კლასებში - 40 წუთით.
პარალელური კლასების არსებობა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ თითოეულ პარალელურ კლასში მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობა არის 15.

კლასის გაყოფა დასაშვებია შემდეგ საგნებში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ქართულ როგორც მეორე ენაში (არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე) და უცხოურ ენებში, თუ სკოლას აქვს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა. გაძლიერებული სწავლების სტატუსის მქონე სკოლებს კი შეუძლიათ კლასი გაყონ იმ საგანშიც/საგნებშიც, რომელსაც აძლიერებენ. გაყოფა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება 25-ს, უცხო ენაში კი - 20-ს. უცხოურ ენებში დასაშვებია განაყოფები დაკომპლექტდეს მოსწავლეთა ენის ფლობის დონის გათვალისწინებით.


მუხლი 29. განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებების აღწერილობა


განმავითარებელი
განმსაზღვრელი
მიზნები

სწავლის ხარისხის გაუმჯობესება;
მოსწავლის წინსვლისა და განვითარების ხელშეწყობა.
მოსწავლის აკადემიური მიღწევის დონის დადგენა საგნობრივი სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებაში.
ამოცანები
ცოდნის კონსტრუირებისა და ცოდნათა ურთიერთდაკავშირების პროცესის შეფასება;
წინარე ცოდნის/წარმოდგენების დადგენა;
მოსწავლის მიერ თავისივე ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენის უნარის შეფასება;
მოსწავლის მიერ საკუთარი წინსვლის ხელშესაწყობად გააზრებული ნაბიჯების გადადგმის უნარის შეფასება;
ცოდნის სამივე კატეგორიის ათვისების პროცესის შეფასება;
ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენების უნარის შეფასება.
ცოდნათა ურთიერთდაკავშირების უნარის შეფასება;
ცოდნის სამივე კატეგორიის გამოყენების უნარის შეფასება;

ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენების უნარის შეფასება.
წარმატების კრიტერიუმი
განხორციელებული წინსვლა წინარე შედეგებთან/ წინარე დონესთან შედარებით.
მიღწევის დონე საგნობრივი სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან შედარებით
შემფასებელი და შეფასების ფორმები
მასწავლებელი: ზეპირსიტყვიერი ან წერილობითი უკუკავშირი, წამახალისებელი მითითებები, სიმბოლური ნიშნები და ა.შ..
მოსწავლეები: თვითშეფასებით; ურთიერთშეფასებით.
მასწავლებელი: ქულა (შეიძლება ახლდეს კომენტარი ძლიერი და სუსტი მხარეების აღწერით, ხარვეზების გამოსასწორებელი მითითებებით).
           

მუხლი 30. აკადემიური მიღწევის დონეები და შეფასების სისტემა

მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები ფასდება ათქულიანი სისტემით ხუთი დონის მიხედვით:

 ქულები
შეფასების დონეები
10
მაღალი
9
8
საშუალოზე მაღალი
7
6
საშუალო
5
4
საშუალოზე დაბალი
3
2
დაბალი
1

მუხლი 31. შეფასება დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე

1.      I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში მხოლოდ განმავითარებელი შეფასება გამოიყენება. ამ კლასებში წლის ბოლოს საგნის მასწავლებლებმა უნდა დაწერონ მოსწავლის მოკლე წერილობითი შეფასება, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება მოსწავლეს დახმარება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად. კლასის დამრიგებელმა, საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, IV კლასის ბოლოს უნდა დაწეროს შემაჯამებელი წერილობითი შეფასება.
2.      V კლასის მეორე სემესტრსა და VI-XII კლასებში განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენება. მოსწავლე ფასდება ათქულიანი სისტემით, ყველაზე დაბალი ქულა არის 1, ხოლო ყველაზე მაღალი ქულა - 10.


თავი XIV. უცხოური ენები - ზოგადი ნაწილი და სტანდარტები

მუხლი 67. უცხოური ენები - ზოგადი ნაწილი

შესავალი

საქართველო, როგორც ევროსაბჭოში შემავალი ქვეყანა, ენობრივად და კულტურულად მრავალფეროვანი სივრცის წევრია. უცხოური ენების ცოდნის გარეშე შეუძლებელია ამ სივრცეში ინტეგრირება და საკუთარი პიროვნული შესაძლებლობების სრულფასოვანი რეალიზება, ამიტომ ზოგადი განათლების ეროვნული სასწავლო გეგმა ორი ან სამი უცხოური ენის სწავლებას ითვალისწინებს.          

უცხოური ენების სწავლების მიზნები და ამოცანები

უცხოური ენის სწავლების პრიორიტეტული მიზნებია:
Ø  ენობრივი ცნობიერების გამდიდრება და ამ გზით ენობრივი განათლების დონის ამაღლება;
Ø  სამეტყველო უნარ-ჩვევების (მოსმენა, კითხვა, წერა, ლაპარაკი) განვითარება მინიმუმ ორ უცხოურ ენაზე;
Ø  სხვა კულტურის წარმომადგენლებთან წარმატებული საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების გამომუშავება;
Ø  დადებითი განწყობილების ჩამოყალიბება ენობრივ-კულტურული მრავალფეროვნების მიმართ;
Ø  განსხვავებული კულტურული კონტექსტებისა და ტექსტების გაგების უნარ-ჩვევების განვითარება;
Ø  სხვადასხვა ენობრივ-კულტურული იდენტობის წარმომადგენლებთან თანამოღვაწეობის უნარის გამომუშავება;
Ø  ენების ეფექტიანად სწავლის უნარ-ჩვევების განვითარება.

ამ საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, უცხოური ენების სწავლება სკოლაში ითვალისწინებს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას, რომლებიც სამ კატეგორიად იყოფა:
1.      სხვადასხვა ტიპის ცოდნის შეძენა:    
Ø  გრამატიკული, ლექსიკური ცოდნა;
Ø  მართლწერისა და მართლმეტყველების საბაზისო ნორმების ცოდნა;
Ø  უცხოენოვანი ქვეყნების სოციოკულტურისა და კულტურის გაცნობა;
Ø  ტექსტის ტიპებისა და მათი მახასიათებლების ცოდნა.

2.      სხვადასხვა სახის უნარ-ჩვევების განვითარება:
Ø  სამეტყველო უნარ-ჩვევები;
Ø  ენობრივი უნარ-ჩვევები;
Ø  სტრატეგიული უნარ-ჩვევები;
Ø  სამოქალაქო უნარ-ჩვევები.

3.      დამოკიდებულებების ჩამოყალიბება:
Ø  ინდივიდუალური მრავალფეროვნების დაფასება და პატივისცემა;
Ø  ენობრივ-კულტურული კუთვნილების განცდა;
Ø  კულტურული გარემოს თვითმყოფადობის, მისი განუმეორებლობის დაფასება და პატივისცემა;
Ø  პოზიტიური დამოკიდებულება როგორც კულტურული, ისე ინდივიდუალური მრავალფეროვნების მიმართ და მისი, როგორც სამყაროს მრავალფეროვნების კერძო გამოვლინების აღქმა;
Ø  ინტერესი უცხო სამყაროს მიმართ.

უცხოური ენების სწავლების ორგანიზება

უცხოური ენების განაწილება საფეხურების მიხედვით. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სავალდებულოა ორი უცხოური ენის სწავლება. ამდენად, პირველი და მეორე უცხოური ენა სავალდებულო საგანთა რიცხვს მიეკუთვნება.
მესამე უცხოური ენა შესაძლებელია საშუალო საფეხურზე არჩევითი საგნის სახით ისწავლებოდეს (იხ. ეროვნული სასწავლო გეგმა, ადმინისტრაციული ნაწილი, არჩევითი საგნების ჩამონათვალი).
პირველი უცხოური ენა. პირველი უცხოური ენა არის ინგლისური ენა და ისწავლება I კლასის მეორე სემესტრიდან XII კლასის ჩათვლით.
მეორე უცხოური ენა. მეორე უცხოური ენა ისწავლება V კლასიდან XII კლასის ჩათვლით. მეორე უცხოური ენა შეიძლება იყოს ნებისმიერი ენა, რომელსაც სკოლა თავისი რესურსების, მშობელთა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით შესთავაზებს მოსწავლეებს.
თუ სკოლას აქვს სათანადო ადამიანური და ფინანსური რესურსი, მას შეუძლია კლასების სხვადასხვა განაყოფს სხვადასხვა ენა შესთავაზოს მშობელთა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით.
მესამე უცხოური ენა. საშუალო საფეხურიდან სკოლას შეუძლია მოსწავლეს არჩევით საგნად შესთავაზოს მესამე უცხოური ენა. მესამე უცხოური ენა შეიძლება იყოს ნებისმიერი ენა, რომელსაც სკოლა თავისი რესურსების, მშობელთა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით შესთავაზებს მოსწავლეებს.
სტანდარტის დონეები და ევროსაბჭოს მიერ განსაზღვრული ენის ფლობის დონეები
ევროსაბჭოს საგანმანათლებლო ენობრივი პოლიტიკის დეპარტამენტმა უცხოური ენების სწავლა-სწავლებისა და შეფასებისათვის შეადგინა და გამოსცა ენების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო. ამ ჩარჩოს მიზანია, შექმნას წევრ-ქვეყნებისათვის საერთო ბაზა ენის ცოდნის კვალიფიკაციის განსასაზღვრად და ხელი შეუწყოს მასწავლებლების, პროგრამების შემდგენლების, სერტიფიკატის გამცემი ორგანიზაციებისა და უცხოური ენების სწავლების ადმინისტრატორების შეთანხმებულ მოქმედებას.

ენების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო განსაზღვრავს ენის ფლობის 3 ძირითად დონეს:
ØA - ენის ელემენტარული ფლობა (ენის ელემენტარულ დონეზე გამოყენება)
ØB - ენის დამოუკიდებლად ფლობა (ენის დამოუკიდებლად გამოყენება)
ØC - ენის თავისუფალი ფლობა (ენის პროფესიული მიზნით გამოყენება)

ეს სამი დონე 6 განშტოებად იყოფა: A1, A2; B1, B2; C1, C2. სასკოლო კონტექსტთან ადაპტირების მიზნით ეროვნული სასწავლო გეგმა თითოეულ დონეს შემდეგ ქვესიმრავლეებად შლის:


ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია პირველი, მეორე და მესამე უცხოური ენების სტანდარტებისა და ევროსაბჭოს ენის ფლობის დონეების საორიენტაციო შესაბამისობა.



პირველი უცხოური ენა
მეორე უცხოური ენა
მესამე უცხოური ენა
მოსმენა და კითხვა
წერა და ლაპარაკი
მოსმენა და კითხვა
წერა და ლაპარაკი
მოსმენა და კითხვა
წერა და ლაპარაკი
I-IV კლასების სტანდარტი
A1.1


A1.1




V-VI კლასების სტანდარტი
A2.2.


A2.1
A1.2.
A1.2


 VII – IX კლასების სტანდარტი
B1.1


A2.3
A2.2

A2.1.


X-XII კლასების სტანდარტი
B1.4


B1.1
A2.3 /B1.1.

A2.3

A2.3
A1.2.
როგორც ცხრილიდან ჩანს, თითოეული ენისათვის ერთმანეთისაგან გამიჯნულია რეცეფციული (კითხვა და მოსმენა) და პროდუციული (ლაპარაკი და წერა) უნარები, რამდენადაც პროდუციული უნარების განვითარება მეტ დროს საჭიროებს და, შესაბამისად, მოთხოვნები და მოსწავლეთა მიღწევები ამ უნარში თანაბარი ვერ იქნება.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების კურსდამთავრებულებს მოეთხოვებათ პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური ენა) B1.4, მეორე უცხოურ ენაში კი - A2.3/B1.1 დონეების ფლობა.

შეფასება უცხოურ ენებში

შეფასება პირველ უცხოურ ენაში
შეფასების კომპონენტები უცხოურ ენებში
მიმდინარე (საშინაო და საკლასო) დავალებათა კომპონენტები
შეიძლება შეფასდეს შემდეგი ცოდნა და უნარ-ჩვევები:

ენობრივი ცოდნა და უნარები
Ø  ლექსიკური ცოდნა;
Ø  გრამატიკული ცოდნა;
Ø  ლექსიკური და გრამატიკული უნარ-ჩვევები;
Ø  წარმოთქმა;
Ø  მართლწერა.
კომუნიკაციური უნარები
Ø  კითხვა-გაგება;
Ø  ხმამაღალი კითხვა;
Ø  მოსმენა-გაგება;
Ø  ზეპირი კომუნიკაცია;
Ø  წერითი კომუნიკაცია.
კულტურა
Ø  შესწავლილი საკითხების ცოდნა;
Ø  კულტურული თავისებურებების ამოცნობა-გაანალიზება.
სასიცოცხლო უნარ-ჩვევები
Ø  შემოქმედებითობა;
Ø  თანამშრომლობა (მეწყვილესთან, ჯგუფის წევრებთან);
Ø  სასწავლო სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება (კითხვის, წერის, მოსმენისა და ზეპირმეტყველების);
Ø  სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით;
Ø  სასწავლო აქტივობებში მონაწილეობის ხარისხი.
უნარ-ჩვევები ფასდება შემდეგი დავალებებით:
Ø  სხვადასხვა ტიპის გრამატიკული და ლექსიკური სავარჯიშოები (სწორი ფორმის ამოცნობა, ფორმის/კონსტრუქციის ტრანსფორმირება ნიმუშის მიხედვით, კონტექსტის მიხედვით სწორი ფრმის წარმოება, შეცდომების ამოცნობა-გასწორება, სინონიმებისა და ანტონიმების დაკავშირება/მოფიქრება, ნაკლულ ტექსტში სიტყვების ჩასმა და სხვა);
Ø  სხვადასხვა ტიპის საკითხავი და მოსასმენი ამოცანის გადაჭრა (შემოხაზე სწორი ვარიანტი; მონიშნე, სწორია თუ არა; იპოვე სწორი თანამიმდევრობა, ამოიცანი უცნობი სიტყვები კონტექსტის მიხედვით, შეაფასე შენი მეწყვილის/საკუთარი ნაწერი, შეაფასე გამომსვლელები და სხვა);
Ø  სხვადასხვა ტიპის ზეპირი აქტივობის შესრულება დამოუკიდებლად, მეწყვილესთან ერთად თუ ჯგუფურად (გაინაწილეთ როლები და გაითამაშეთ მეწყვილესთან ერთად, ჩამოართვი ინტერვიუ თანაკლასელს, წარმოადგინე კლასის წინაშე შენი ჯგუფის ნამუშევარი, გადმოეცი შენი მოსაზრება და დაასაბუთე, იმსჯელე, დაახასიათე, მოყევი და სხვა);
Ø  სხვადასხვა ტიპის ტექსტის შექმნა დამოუკიდებლად, მეწყვილესთან ერთად თუ ჯგუფურად (მისწერეთ წერილი მეგობარს ზაფხულის არდადეგების შესახებ, მოამზადეთ ჯგუფურად სტატია ცნობილი მსახიობის შესახებ, შეადგინეთ ბიოგრაფიული ცნობარი, დაასრულეთ ამბავი, დაიყავით ჯგუფებად და შეადგინეთ კინორეკლამა/ტურისტული გზამკვლევი; დაწერეთ, თქვენი მოსაზრება ამ საკითხის შესახებ, დაასაბუთეთ და სხვა);
Ø  პროექტის განხორციელება.
შენიშვნა: დაწყებით კლასებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა შემდეგ უნარ-ჩვევებს:
Ø  ხმამაღალი კითხვა;
Ø  ჩუმი კითხვა (მარტივი საკითხავი ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრა);
Ø  გამოწერა;
Ø  გადაწერა;
Ø  კარნახით წერა.
შემაჯამებელი დავალებების კომპონენტი
შემაჯამებელი დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების შედეგს. ამ კომპონენტში უნდა შეფასდეს ერთი სასწავლო მონაკვეთის (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი) შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას მოსწავლემ უნდა შეძლოს უცხოური ენების სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარების წარმოჩენა. შესაბამისად, შემაჯამებელი დავალებები უნდა ამოწმებდეს უცხოური ენების სტანდარტებით განსაზღვრულ შედეგებს.
შემაჯამებელ დავალებათა ტიპები
სტანდარტის მოთხოვნათა დასაფარად, რეკომენდებულია შემაჯამებელ დავალებათა მრავალფეროვანი ფორმების გამოყენება. უცხოური ენების შემაჯამებელ დავალებათა ტიპები შეიძლება იყოს:
Ø  ტექსტის გაგება-გააზრება;
Ø  სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა სახის ტექსტების შედგენა;
Ø  როლურ თამაშებში, სიმულაციურ სიტუაციებში მონაწილეობა;
Ø  ინტერაქცია კონკრეტული საკითხის/თემის ირგვლივ;
Ø  საუბარი კონკრეტული თემის/საკითხის შესახებ;
Ø  ზეპირი მოხსენება;
Ø  განხორციელებული პროექტი;
Ø  და სხვა.

მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი დავალებები
Ø  დავალების თითოეულ ტიპს უნდა ახლდეს თავისი შეფასების ზოგადი რუბრიკა (თუ რეცეფციული (კითხვა, მოსმენა) დავალებაა, მაშინ შეფასების სქემა უნდა ახლდეს თითოეულ ტესტურ კითხვას);
Ø  ზოგადი რუბრიკა უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების პირობისა და განვლილი მასალის გათვალისწინებით;
Ø  10 ქულა უნდა გადანაწილდეს რუბრიკაში შემავალ კრიტერიუმებზე;
Ø  მითითებული უნდა იყოს სტანდარტის ის შედეგები, რომელთა შემოწმებასაც ემსახურება შემაჯამებელი დავალება.
შეფასება მეორე უცხოურ ენაში
შეფასების კომპონენტები უცხოურ ენებში
მიმდინარე (საშინაო და საკლასო) დავალებათა კომპონენტები
შეიძლება შეფასდეს შემდეგი ცოდნა და უნარ-ჩვევები:

ენობრივი ცოდნა და უნარები:
Ø  ლექსიკური ცოდნა;
Ø  გრამატიკული ცოდნა;
Ø  ლექსიკური და გრამატიკული უნარ-ჩვევები;
Ø  წარმოთქმა;
Ø  მართლწერა.
კომუნიკაციური უნარები:
Ø  კითხვა-გაგება;
Ø  ხმამაღალი კითხვა;
Ø  მოსმენა-გაგება;
Ø  ზეპირი კომუნიკაცია;
Ø  წერითი კომუნიკაცია.
კულტურა:
Ø  შესწავლილი საკითხების ცოდნა;
Ø  კულტურული თავისებურებების ამოცნობა-გაანალიზება.
სასიცოცხლო უნარ-ჩვევები:
Ø  შემოქმედებითობა;
Ø  თანამშრომლობა (მეწყვილესთან, ჯგუფის წევრებთან);
Ø  სასწავლო სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება (კითხვის, წერის, მოსმენისა და ზეპირმეტყველების);
Ø  სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით;
Ø  სასწავლო აქტივობებში მონაწილეობის ხარისხი.
უნარ-ჩვევები ფასდება შემდეგი დავალებებით:
Ø  სხვადასხვა ტიპის გრამატიკული და ლექსიკური სავარჯიშოები (სწორი ფორმის ამოცნობა, ფორმის/კონსტრუქციის ტრანსფორმირება ნიმუშის მიხედვით, კონტექსტის მიხედვით სწორი ფრმის წარმოება, შეცდომების ამოცნობა-გასწორება, სინონიმებისა და ანტონიმების დაკავშირება/მოფიქრება, ნაკლულ ტექსტში სიტყვების ჩასმა და სხვა);
Ø  სხვადასხვა ტიპის საკითხავი და მოსასმენი ამოცანის გადაჭრა (შემოხაზე სწორი ვარიანტი; მონიშნე, სწორია თუ არა; იპოვე სწორი თანამიმდევრობა, ამოიცანი უცნობი სიტყვები კონტექსტის მიხედვით, შეაფასე შენი მეწყვილის/საკუთარი ნაწერი, შეაფასე გამომსვლელები და სხვა);
Ø  სხვადასხვა ტიპის ზეპირი აქტივობის შესრულება დამოუკიდებლად, მეწყვილესთან ერთად თუ ჯგუფურად (გაინაწილეთ როლები და გაითამაშეთ მეწყვილესთან ერთად, ჩამოართვი ინტერვიუ თანაკლასელს, წარმოადგინე კლასის წინაშე შენი ჯგუფის ნამუშევარი, გადმოეცი შენი მოსაზრება და დაასაბუთე, იმსჯელე, დაახასიათე, მოყევი და სხვა);
Ø  სხვადასხვა ტიპის ტექსტის შექმნა დამოუკიდებლად, მეწყვილესთან ერთად თუ ჯგუფურად (მისწერეთ წერილი მეგობარს ზაფხულის არდადეგების შესახებ, ჯგუფურად მოამზადეთ სტატია ცნობილი მსახიობის შესახებ, შეადგინეთ ბიოგრაფიული ცნობარი, დაასრულეთ ამბავი, დაიყავით ჯგუფებად და შეადგინეთ კინორეკლამა/ტურისტული გზამკვლევი; დაწერეთ თქვენი მოსაზრება ამ საკითხის შესახებ, დაასაბუთეთ და სხვა);
Ø  პროექტის განხორციელება.

შენიშვნა: დაწყებით კლასებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა შემდეგ უნარ-ჩვევებს:
Ø  ხმამაღალი კითხვა;
Ø  ჩუმი კითხვა (მარტივი საკითხავი ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრა);
Ø  გამოწერა;
Ø  გადაწერა;
Ø  კარნახით წერა.
შემაჯამებელი დავალებების კომპონენტი
შემაჯამებელი დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების შედეგს. ამ კომპონენტში უნდა შეფასდეს ერთი სასწავლო მონაკვეთის (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი) შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას მოსწავლემ უნდა შეძლოს უცხოური ენების სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარების წარმოჩენა. შესაბამისად, შემაჯამებელი დავალებები უნდა ამოწმებდეს უცხოური ენების სტანდარტებით განსაზღვრულ შედეგებს.
შემაჯამებელ დავალებათა ტიპები
სტანდარტის მოთხოვნათა დასაფარად, რეკომენდებულია შემაჯამებელ დავალებათა მრავალფეროვანი ფორმების გამოყენება. უცხოური ენების შემაჯამებელ დავალებათა ტიპები შეიძლება იყოს:
Ø  ტექსტის გაგება - გააზრება;
Ø  სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა სახის ტექსტების შედგენა;
Ø  როლურ თამაშებში, სიმულაციურ სიტუაციებში მონაწილეობა;
Ø  ინტერაქცია კონკრეტული საკითხის/თემის ირგვლივ;
Ø  საუბარი კონკრეტული თემის/საკითხის შესახებ;
Ø  ზეპირი მოხსენება;
Ø  განხორციელებული პროექტი;
Ø  და სხვა.
მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი დავალებები:
Ø  დავალების თითოეულ ტიპს უნდა ახლდეს თავისი შეფასების ზოგადი რუბრიკა (თუ რეცეფციული (კითხვა, მოსმენა) დავალებაა, მაშინ შეფასების სქემა უნდა ახლდეს თითოეულ ტესტურ კითხვას);
Ø  ზოგადი რუბრიკა უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების პირობისა და განვლილი მასალის გათვალისწინებით;
Ø  10 ქულა უნდა გადანაწილდეს რუბრიკაში შემავალ კრიტერიუმებზე;
Ø  მითითებული უნდა იყოს სტანდარტის ის შედეგები, რომელთა შემოწმებასაც ემსახურება შემაჯამებელი დავალება.

მუხლი 68. პირველი უცხოური ენის (ინგლისური ენის) სტანდარტი

ინგლისური ენა დაწყებით საფეხურზე

შესავალი
დაწყებით საფეხურზე უცხოური ენის სწავლა-სწავლების პრიორიტეტული მიზნებია:
Ø  მოსწავლის ენობრივი ცნობიერების განვითარება;
Ø  ენობრივ-კულტურული გამოცდილების გამდიდრება;
Ø  ენის სწავლის უნარ-ჩვევების განვითარება.

დაწყებით საფეხურზე სწავლა-სწავლების მნიშვნელოვანი ამოცანაა თითოეული მოსწავლის მოტივაციის ამაღლება. მოზარდებმა უნდა შეიყვარონ უცხოური ენის სწავლის პროცესი, თვითონ უცხოური ენა და კულტურა. მეთოდიკა სწავლის პედაგოგიკას უნდა დაეფუძნოს, იგი ორიენტირებული უნდა იყოს თითოეული მოსწავლის განვითარების პროცესზე.

მიმართულებების აღწერა

დაწყებით საფეხურზე უცხოური ენის სწავლება ოთხი მიმართულებით გაიშლება: 1. ზეპირი მეტყველება (მოსმენა და ლაპარაკი), 2. წერითი მეტყველება (კითხვა და წერა), 3. ინტერკულტურა 4. სწავლის სწავლა.

მიმართულება 1- ზეპირი მეტყველება (მოსმენა და ლაპარაკი)

ეს მიმართულება აერთიანებს ორ სამეტყველო აქტივობას (მოსმენას/მოსმენა-ყურებასა და ლაპარაკს) და ამ სამეტყველო აქტივობათა თანმხლებ სტრატეგიებს, რომლებიც მოსწავლეს უადვილებს საკომუნიკაციო მიზნების მიღწევას.

მოსმენა/მოსმენა-ყურება - ამ ეტაპზე მოსმენას, როგორც უცხოური ენის ათვისების მთავარ არხს, პრიორიტეტული მნიშვნელობა მიენიჭება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სიტყვიერ ჯაჭვში ბგერების, სიტყვების, მარტივი წინადადებების მოსმენით გარჩევას; უცხოური ენისათვის დამახასიათებელ ჟღერადობებზე სმენის გამახვილება აუცილებელია გაგების უნარისა და სწორი გამოთქმის ჩამოსაყალიბებლად, რაც წარმატებული ინტერაქციის საფუძველს წარმოადგენს. ფონემატური სმენის განვითარება შინაარსიან კონტექსტში მოხდება. ტექსტებს უხვად უნდა ახლდეს თვალსაჩინო მასალა (სურათები, საგნები, ნახატები, ფოტოები და სხვ.) და კონკრეტულ კონტექსტებზე მიმანიშნებელი ბგერითი ინდიკატორები (რაიმე ხმაური, მკაფიოდ გამოხატული ინტონაციები და სხვ.), რომლებზე დაყრდნობითაც მოსწავლეს გაუადვილდება ტექსტის გაგება.

ლაპარაკი პირველ ეტაპზე სწავლების სტრატეგია რეპროდუცირებისკენ უნდა იყოს მიმართული. რეპროდუცირების მიზანია სწორი წარმოთქმის ჩამოყალიბება და ლექსიკური მარაგის გამდიდრება/განმტკიცება. რეპროდუცირებისთვის გამოიყენება ლექსები, გათვლები (პატარებისათვის), სიმღერები, დიალოგები, სკეტჩები.
პროდუცირება ძალიან შეზღუდული სახით მიმდინარეობს - მოსწავლეები შესწავლილი ლექსიკური მასალის გამოყენებით დასვამენ/უპასუხებენ შეკითხვებს და ნიმუშების მიხედვით გაითამაშებენ მარტივ სცენებს.

მიმართულება 2 - წერითი მეტყველება (კითხვა და წერა)
კითხვა - დაწყებით საფეხურზე კითხვის სწავლებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფონოლოგიური უნარების განვითარებას, რათა მოსწავლეს განუვითარდეს ფონემური ცნობიერება (ზეპირი მარცვლების, ბგერების აღქმისა და გამოყენების უნარი). ფონემური ცნობიერების განვითარება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოსწავლემ ანბანური პრინციპი გაიგოს (ასოს, ანუ გრაფიკული ერთეულის მიმართება ბგერასთან, ანუ ხმოვან ერთეულთან). I და II კლასი დაეთმობა მოსწავლის კითხვისათვის მომზადებას, კითხვის სისტემური კურსის შეთავაზება კი მესამე კლასიდან დაიწყება.

წერა - დაწყებით საფეხურზე სწავლება ძირითადად რეპროდუცირებას დაეფუძნება. კითხვის მსგავსად, წერის უნარ-ჩვევის განვითარებაც აუჩქარებელი ტემპით წარიმართება კითხვის უნარის განვითარების პარალელურად. დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა წერის ტექნიკურ-მოტორული უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებას: მოსწავლე გამოწერს ასოებს, ნასწავლ სიტყვებს.
საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი, სახალისო და, რაც მთავარია, შინაარსიანი კონტექსტების შეთავაზება.
                                                                                                                                                                                                                                                      მიმართულება 3 - ინტერკულტურა
უცხოური ენის შესწავლა ნიშნავს უცხო სამყაროში შესვლას, ცხოვრების განსხვავებული წესების, ტრადიციების აღმოჩენას, განსხვავებული ღირებულებების გაგებას. მოსწავლეთა ყურადღება გამახვილდება უცხო კულტურის თავისებურებებზე. მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ, პარალელები გაავლონ საკუთარ კულტურულ გამოცდილებასა და გარემოსთან. ასეთი სახის აქტივობები მოსწავლეებს გაუღრმავებს კულტურული კუთვნილების განცდას, საშუალებას მისცემს გააცნობიეროს კულტურული მრავალფეროვნება, ასწავლის საკუთარი და უცხოური კულტურის დაფასებას.

მოცემულ საფეხურზე მოსწავლეები ინდივიდუალურად ან ჯგუფურად განახორციელებენ პროექტებს ასაკისათვის შესაფერის თემატიკაზე. პროექტის განხორციელება მოსწავლეს საშუალებას მისცემს, შინაარსიან კონტექსტში ინტეგრირებულად გამოიყენოს და საკუთარ გამოცდილებას დაუკავშიროს შეძენილი ენობრივი ცოდნა და უნარები. გარდა ამისა, მოსწავლე შეიძენს კომპლექსური, მრავალეტაპიანი სამუშაოს დაგეგმვისა და განხორციელების, ასევე ჯგუფური მუშაობის საწყის უნარ-ჩვევებს. პროექტების განხორციელებისას მთავარი ღირებულება პროდუქტის შექმნის პროცესს აქვს და არა მიღებულ პროდუქტს. ასეთი სახის სამუშაო მოსწავლეებს შესძენს და განუმტკიცებს ცოდნასა და უნარებს, ჩამოუყალიბებს დამოკიდებულებებს.

მიმართულება 4 - სწავლის სწავლა
ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მოსწავლეების მიერ სასწავლო საქმიანობის დამოუკიდებლად მართვის საწყისი უნარების შეძენა. შესაბამისად, საჭიროა მათი ყურადღების გამახვილება იმ ფაქტორებსა და პირობებზე, რომლებიც ზეგავლენას ახდენს სწავლის პროცესზე. ეს მათ დაეხმარება გააცნობიერონ, რომ მათ თავად შეუძლიათ იმ ხელშემწყობი პირობების შექმნა, რომლებიც მიღწევების გაუმჯობესებაში დაეხმარება.


I-IV კლასების სტანდარტი
ა) IV კლასის ბოლოს მისაღწევი შედეგები
ინდექსების განმარტება
დაწყებით საფეხურზე სტანდარტში გაწერილ თითოეულ შედეგს წინ უძღვის ინდექსი, რომელიც მიუთითებს საგანს, სწავლების ეტაპსა და სტანდარტის შედეგის ნომერს; მაგ., Iუცხ.დაწყ.(I)1.:
„Iუცხ.“ - მიუთითებს საგანს „პირველ უცხოურ ენას (ინგლისური ენა)“;
„დაწყ.“ - მიუთითებს დაწყებით საფეხურს;
„(I)“ – მიუთითებს, რომ სტანდარტი მოიცავს I-IV კლასებს;
1“ - მიუთითებს სტანდარტის შედეგის ნომერს.

მუხლი 69. მეორე უცხოური ენის სტანდარტი

მეორე უცხოური ენა დაწყებით საფეხურზე

შესავალი
დაწყებით საფეხურზე უცხოური ენის სწავლა-სწავლების პრიორიტეტული მიზნებია:
Ø   მოსწავლის ენობრივი ცნობიერების განვითარება;
Ø   მეორე უცხოურ ენაზე ენობრივ-საკომუნიკაციო უნარების განვითარება;
Ø   ენობრივ-კულტურული გამოცდილების გამდიდრება;
Ø   ენის სწავლის უნარ-ჩვევების განვითარება.

  მიმართულებების აღწერა

დასახული მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად უცხოური ენის სწავლება სამი მიმართულებით უნდა გაიშალოს: 1. ზეპირი მეტყველება (მოსმენა/მოსმენა-ყურება და ლაპარაკი), 2. წერითი მეტყველება (კითხვა და წერა), 3. ინტერკულტურა.


1.        მიმართულება: ზეპირი მეტყველება
ეს მიმართულება აერთიანებს ორ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ სამეტყველო ქცევას - მოსმენა/მოსმენა-ყურებასა და ლაპარაკს და ამ სამეტყველო აქტივობათა თანმხლებ სტრატეგიებს, რომლებიც მოსწავლეს გაუადვილებს საკომუნიკაციო მიზნების მიღწევას.

ამ მიმართულების ფარგლებში გამოიყენება ზეპირი მეტყველებისათვის დამახასიათებელი ისეთი ტიპისა და შინაარსის ტექსტები, რომლებიც სირთულით შეესაბამება სტანდარტით მოთხოვნილ დონეს. ასეთი ტიპის ტექსტებს წარმოადგენს თემატური დიალოგი, მონოლოგი, ინტერვიუ, სკეტჩი, რიტმული ტექსტი, რეპი და მისთ.

მოსმენის, რეპროდუცირებისა და პროდუცირების უნარების განსავითარებლად და განსამტკიცებლად აუცილებელია, მოსწავლეებმა მოსმენასა და ლაპარაკში ერთი და იმავე შინაარსისა და სახეობების ტექსტებზე იმუშაონ.

2.        მიმართულება: წერითი მეტყველება
ეს მიმართულებაც აერთიანებს ორ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ სამეტყველო ქცევას - კითხვასა და წერას და ამ სამეტყველო აქტივობათა თანმხლებ სტრატეგიებს, რომლებიც მოსწავლეს გაუადვილებს საკომუნიკაციო მიზნების მიღწევას.

ამ მიმართულების ფარგლებში გამოიყენება წერითი მეტყველებისათვის დამახასიათებელი ტექსტის ისეთი ტიპები და სახეობები, რომლებიც სირთულით შეესაბამება სტანდარტით მოთხოვნილ დონეს. ასეთი ტიპის ტექსტებს წარმოადგენს სხვადასხვა ტიპის განრიგი, მეგობრული წერილი, დღიური, ამბავი, მენიუ, კულინარული რეცეპტი, ფილმის ანოტაცია, ცნობარი და სხვ.

კითხვის უნარებზე მუშაობისას მოსწავლეები დაეუფლებიან ორი ტიპის უნარს - გაწაფულ კითხვას, ანუ კითხვის ტექნიკასა და წაკითხულის გაგება-გააზრებას.

კითხვაში დამუშავებული ტექსტები გამოიყენება როგორც ენობრივი უნარების, ისე წერითი კომუნიკაციის უნარების განსავითარებლად.  მოსწავლე, ერთი მხრივ, დააკვირდება ამ ტექსტებში წარმოდგენილ ენობრივ მექანიზმებს და გაივარჯიშებს მათ წარმოებაზე. მეორე მხრივ, იგი ამ ტექსტებს გამოიყენებს მოდელებად, რომლითაც იხელმძღვანელებს მსგავსი პროდუქტის შესაქმნელად.

3.                                                                                                                                                                                                                          მიმართულება: ინტერკულტურა
უცხოური ენის სწავლა ნიშნავს უცხო სამყაროში შესვლას, ცხოვრების განსხვავებული წესების, ტრადიციების აღმოჩენას, განსხვავებული ღირებულებების, მენტალობების გაგებას. ამდენად, წარმატებული კომუნიკაცია დამოკიდებულია არა მხოლოდ სამეტყველო უნარ-ჩვევებზე, არამედ განსხვავებული კულტურული კონტექსტების გაგებისა და პატივისცემის უნარზეც. სწორედ ამ უნარებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას ემსახურება მიმართულება ინტერკულტურა.

მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ, ამოიცნონ უცხო კულტურის თავისებურებები, გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება, შეაფასონ და პარალელები გაავლონ საკუთარ კულტურულ გამოცდილებასა თუ გარემოსთან. ასეთი სახის აქტივობები მოსწავლეებს კულტურული კუთვნილების განცდას გაუძლიერებს, საშუალებას მისცემს, გააცნობიერონ კულტურული მრავალფეროვნება, ასწავლოს საკუთარი და უცხოური კულტურის დაფასება.

    
V-VI კლასების სტანდარტი
ა) დაწყებითი საფეხურის ბოლოს მისაღწევი შედეგები

ინდექსების განმარტება
დაწყებით საფეხურზე სტანდარტში გაწერილ თითოეულ შედეგს წინ უძღვის ინდექსი, რომელიც მიუთითებს საგანს, სწავლების ეტაპსა და სტანდარტის შედეგის ნომერს; მაგ., IIუცხ.დაწყ.(II)1.:
„IIუცხ.“ - მიუთითებს საგანს „მეორე უცხოური ენა“;
„დაწყ.“ - მიუთითებს დაწყებით საფეხურს;
„(II)“ – მიუთითებს, რომ სტანდარტი მოიცავს V-VI კლასებს;
„1“ - მიუთითებს სტანდარტის შედეგის ნომერს.

მეორე უცხოური ენის სტანდარტი (V-VI კლასები)


მიმართულება 1. ზეპირი მეტყველება (მოსმენა/მოსმენა-ყურება და ლაპარაკი)
შედეგების ინდექსი
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
IIუცხ.დაწყ.(II)1.
სტანდარტით განსაზღვრული თემატიკის შემცველი მცირე ზომის ტექსტების გაგება. 
IIუცხ.დაწყ.(II)2.
სიტყვების, წინადადებებისა და ტექსტების გარკვევით და შესაბამისი ინტონაციისა თუ მახვილების დაცვით წარმოთქმა.
IIუცხ.დაწყ.(II)3.
სტანდარტით განსაზღვრულ თემატიკაზე მარტივი ენით ინტერაქცია და რამდენიმე წინადადებიანი მონოლოგის წარმოთქმა.
IIუცხ.დაწყ.(II)4.
ზეპირი მეტყველების სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.

მიმართულება 2. წერითი მეტყველება (კითხვა და წერა)
შედეგების ინდექსი
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
IIუცხ.დაწყ.(II)5.
გაწაფულად კითხვა.
IIუცხ.დაწყ.(II)6.
სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების გაგება.
IIუცხ.დაწყ.(II)7.
მოდელის ან კონკრეტული საყრდენების მიხედვით  ნასწავლ თემატიკაზე მცირე მოცულობის ტექსტების შედგენა.
IIუცხ.დაწყ.(II)8.
წერითი მეტყველების სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.

მიმართულება 3. ინტერკულტურა
შედეგების ინდექსი
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
IIუცხ.დაწყ.(II)9.

საკუთარი და უცხო კულტურის რეალიების ამოცნობა და სოციოკულტურული კონტექსტების შედარება.
IIუცხ.დაწყ.(II)10.

თანატოლებთან და მასწავლებელთან ერთად სხვადასხვა ტიპის პროექტების დაგეგმვა და განხორციელება.

ბ) შინაარსი
შედეგების მიღწევა დაეფუძნება შემდეგ შინაარსს:

1. თემატიკა
Ø  ინდივიდი: პირადი მონაცემები, წარმომავლობა, სხეული, გარეგნობა, ტანსაცმელი;
Ø  ინდივიდის გარემოცვა: ოჯახი, ნათესავები, მეგობრები; ცხოველთა/ფრინველთა სამყარო; ბუნება/ბუნების მოვლენები; საცხოვრებელი ადგილი, ქალაქი, სოფელი; ამინდი; საყოფაცხოვრებო ნივთები; სკოლა/სასკოლო ნივთები, სასკოლო საგნები; დღესასწაულები/ზეიმები;
Ø  აქტივობები: ყოველდღიური საქმიანობა, დღის/კვირის განრიგი, თავისუფალი დროის გამოყენება, ჰობი, სპორტი, თამაშები, საყიდლები, კვება;
Ø  ორიენტირები: წელიწადის დროები, თვეები, კვირის დღეები, დღე და ღამე;
Ø  მახასიათებლები: ფერი, ზომა, ფორმა, რაოდენობა.

2. სოციოკულტურა და კულტურა
Ø  დღესასწაულები და ტრადიციები: რამდენიმე მნიშვნელოვანი დღესასწაული, მათი თავისებურებები, დეკორაციები, ტრადიციული კერძები, პერსონაჟები და სხვა;
Ø  კვება: მოზარდის ჩვეული საუზმე;
Ø  თავისუფალი დრო/გართობა/დასვენება: ტიპობრივი აქტივობები;
Ø  სასკოლო საგნები, სასკოლო კვირის განრიგი;
Ø  საკუთარი სახელები და კნინობითი ფორმები;
Ø  შესასწავლი ქვეყნის სახელმწიფო სიმბოლოები;
Ø  შესასწავლი ქვეყნის დედაქალაქი/ქალაქი და მისი რამდენიმე ღირსშესანიშნაობა.

3. ტექსტის ტიპები

ა) პრაგმატული ტექსტები: მითითება, სავარჯიშოს პირობა, ინსტრუქცია, საჯარო წარწერა (გამაფრთხილებელი წარწერა, გაჩერების/მაღაზიის/საჯარო შენობის დასახელება, აბრა), ანკეტა, დღის/კვირის განრიგი, გაკვეთილების ცხრილი, ბილეთი, კატალოგი, სამარშრუტო გეგმა, მენიუ, კულინარული რეცეპტი, ღია ბარათი, მეგობრული წერილი, მარტივი შეტყობინება, ამინდის პროგნოზი.

ბ) სასწავლო მიზნებით შედგენილი (დიდაქტიზებული) და ადაპტირებული ტექსტები:
Ø  თემატური დიალოგი, მონოლოგი, მარტივი თხრობითი ან აღწერითი ტექსტები და სხვა;
Ø  ადაპტირებული სტატიები საბავშვო ჟურნალ-გაზეთებიდან და სხვა.

გ) საბავშვო ლიტერატურა: ლექსები, გათვლები, ენის გასატეხები, ადაპტირებული ზღაპრები.

დ) მულტიმედიური ტექსტები: კომიქსები, საბავშვო სიმღერები, სხვადასხვა სახის აუდიო-ვიდეო რესურსები, ანიმაციური ფილმები, საბავშვო გადაცემები და სხვა.

4. ენობრივი საშუალებები

4.1. სამეტყველო აქტები
Ø  ინტერაქცია სოციალური ურთიერთობებისას: მისალმება, მოკითხვა, დამშვიდობება, გაცნობა, მობოდიშება, მადლობის გადახდა, მილოცვა, შეთავაზება, დახმარების თხოვნა, ნებართვის აღება/მიცემა;
Ø  ინტერაქცია ინფორმაციის მოსაპოვებლად: პირადი მონაცემების (ვინაობა, წარმომავლობა, ასაკი, მისამართი, ტელეფონის ნომერი) გაცვლა; ადამიანის/ცხოველის/საგნის/საქმიანობის აღწერა/დახასიათება; თარიღის, საქმიანობის, ჯანმრთელობის, ამინდის გაგება;
Ø  ინტერაქცია შეხედულებებისა და დამოკიდებულებების შესახებ: მოწონება/არმოწონება; სურვილისა და ინტერესის გამოხატვა; დადებითი და უარყოფითი შეფასება; დათანხმება, უარყოფა, აკრძალვა;
Ø  ინტერაქცია ემოციებისა და შეგრძნებების შესახებ: ემოციებისა (სიხარული, ბრაზი, წუხილი, გაოცება, შიში) და შეგრძნებების (ტკივილი, წყურვილი, შიმშილი, სიცივე, სიცხე) გამოხატვა;
Ø  ინტერაქცია დროისა და სივრცის შესახებ: დროის მითითება, ადგილმდებარეობისა და მიმართულების მითითება.

4.2.                                                                                                                                                                                   გრამატიკა
დაწყებით საფეხურზე ენობრივი საკითხების სწავლება ხორციელდება პრაქტიკული აქტივობებით  ტერმინების, წესებისა და თეორიული განმარტებების გარეშე. მოსწავლეებმა კონტექსტში უნდა ამოიცნონ და გამოიყენონ საკომუნიკაციო მიზნის განსახორციელებლად საჭირო შემდეგი გრამატიკული საშუალებები:
Ø  დროისა და კილოს გამომხატველი ზმნის ფორმები;
Ø  ადგილმდებარეობის, მიმართულებისა და დროის გამომხატველი მარტივი ენობრივი საშუალებები (მაგ.: ზმნიზედა, წინდებული, შესიტყვება);
Ø  სინტაქსური მიმართებები მარტივი წინადადების წევრებს შორის (მაგ.: ზმნისა და არსებითი სახელის შეთანხმება პირსა და რიცხვში; არსებითი და ზედსართავი სახელების შეთანხმება რიცხვში/სქესში);
Ø  სიტყვათა რიგის დაცვა მარტივ გაუვრცობელ და გავრცობილ წინადადებაში.

ენობრივი საშუალებების დეტალური აღწერა ენების მიხედვით იხილეთ დანართში: „სარეკომენდაციო შინაარსი უცხოური ენებისათვის, V-VI კლასები“.

მუხლი 86. მეორე უცხოური ენის წლიური პროგრამები

მეორე უცხოური ენა დაწყებით საფეხურზე

V კლასი
მიმართულება 1. ზეპირი მეტყველება (მოსმენა/მოსმენა-ყურება და ლაპარაკი)
მისაღწევი შედეგები
V კლასის შეფასების ინდიკატორები
IIუცხ.დაწყ.(II)1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული თემატიკის შემცველი მცირე ზომის ტექსტების გაგება.
მოსწავლე:
Ø  გამოარჩევს ცალკეულ სიტყვებს/შესიტყვებას სიტყვების ნაკადში;
Ø  ამოიცნობს ფრაზების/გამოთქმების მნიშვნელობას;
Ø  რეაგირებს მასწავლებლის მითითებებსა და მარტივ ინსტრუქციებზე;
Ø  ამოიცნობს დიალოგის/მონოლოგის თემას;
Ø  ამოიცნობს პერსონაჟებს/თანამოსაუბრეებს;
Ø  განასხვავებს მეტყველების ფამილარულ და თავაზიან ფორმას დიალოგში;
Ø  ამოიცნობს ინტონაციით გამოხატულ ემოციებს (სიხარულს, გაკვირვებას, გაბრაზებას და სხვა);
Ø  ამოკრებს ფაქტობრივ ინფორმაციას (სად, როდის, რამდენი, რომელი, როგორი და სხვა) ტექსტიდან.
IIუცხ.დაწყ.(II)2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სიტყვების, წინადადებებისა და ტექსტების გარკვევით და შესაბამისი ინტონაციისა თუ მახვილების დაცვით წარმოთქმა.
მოსწავლე:
Ø  ბაძავს მოსმენილი ბგერების, სიტყვების ჟღერადობას;
Ø  ბაძავს უცხოური ენისათვის დამახასიათებელ ინტონაციას, წარმოთქმას;
Ø  გაითამაშებს სცენებს, დიალოგებს; ამბობს ენის გასატეხებსა და ლექსებს რიტმის, პაუზების, ინტონაციის დაცვით.
IIუცხ.დაწყ.(II)3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრულ თემატიკაზე მარტივი ენით ინტერაქცია და რამდენიმე წინადადებიანი მონოლოგის წარმოთქმა.
მოსწავლე:
Ø  სვამს და პასუხობს კითხვებს ნაცნობ თემატიკაზე;
Ø  ცდილობს, უცხოურ ენაზე გადმოსცეს სათქმელი სასწავლო პროცესში წარმოქმნილ პრობლემებთან დაკავშირებით (მაგ.: “ვერ გავიგე“; “ეს რას ნიშნავს?”; “რვეული შინ დამრჩა”; “მათხოვე ფანქარი!” და სხვა);
Ø  შეარჩევს საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვის მიმართვის თავაზიან და ფამილარულ ფორმებს ინტერაქციისას;
Ø  მონაწილეობს მარტივ სიმულაციურ სიტუაციებში (მაგ.: შეხვედრა, გაცნობა და სხვა);
Ø  სათანადოდ რეაგირებს თანამოსაუბრის რეპლიკებზე, კითხვებზე;
Ø  ლაპარაკობს საკუთარ თავზე, ახლობლებზე.
IIუცხ.დაწყ.(II)4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ზეპირი მეტყველების სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
მოსწავლე:
Ø  იყენებს პირველ უცხოურ ენაში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას;
Ø  გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ სათაურისა და ილუსტრაციების საფუძველზე;
Ø  იშველიებს არავერბალურ ელემენტებს (ხმის ტემბრს, ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას, სხვადასხვა ტიპის ხმაურს, ლოგიკურ მახვილებს) ცოცხალი მეტყველების/ჩანაწერის გასაგებად;
Ø  ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების, წინადადებების მნიშვნელობას ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით (კონტექსტი, ინტონაცია, ილუსტრაცია და სხვა);
Ø  თავს უყრის ზეპირი კომუნიკაციის წარმართვისათვის აუცილებელ რესურსებს (მაგ.: მოდელებს, წინადადებებს, გამოთქმებს, კლიშეებს);
Ø  ითხოვს განმარტებას, ნელა და გარკვევით წარმოთქმას, გამეორებას გაუგებრობის შემთხვევაში.
რეკომენდაციები
მოსასმენი ტექსტის ტიპები:
ა) მასწავლებლის მითითებები, სავარჯიშოს პირობები, მარტივი შეტყობინება;
ბ) თემატური მინი-დიალოგები, მონოლოგები, მარტივი აღწერითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტები და სხვა;
გ) ლექსები, სიმღერები, ენის გასატეხები, გათვლები;
დ) სხვადასხვა სახის აუდიო-ვიდეო მასალა (მაგ.: სასწავლო და ავთენტური მასალები, ანიმაციური ფილმები და სხვა).
რეპროდუცირებისთვის განსაზღვრული ტექსტის ტიპები: პატარა ლექსები, გათვლები, ენის გასატეხები და სხვა;
პროდუცირებისთვის განსაზღვრული ტექსტის ტიპები და თემატიკა:
·           მარტივი დიალოგი, მონოლოგი; მარტივი თხრობითი ან აღწერითი ტექსტები და სხვა;
·           ოჯახი, საცხოვრებელი ადგილი, სკოლა, თავისუფალი დრო და აქტივობები, მეგობრები, ამინდი, ფერები, საყვარელი ნივთი, ცხოველები, გატაცებები და სხვა.
აქტივობათა ნიმუშები:
Ø  პერსონაჟის ან კონკრეტული მოქმედების განსახიერება მიმიკებისა და ჟესტიკულაციის დახმარებით;
Ø  მოსმენილი ტექსტის პერსონაჟის ინტონაციის, ხმის ტემბრის მიბაძვა;
Ø  მოსმენილი წინადადებების შესაბამის ილუსტრაციებთან დაკავშირება;
Ø  მოსმენილ ტექსტზე დაყრდნობით სწორი წინადადებების მონიშვნა; 
Ø  ტექსტში მოსმენილი ნაცნობი სიტყვების შემოხაზვა წინასწარ მიცემული სიტყვების ჩამონათვალში;
Ø  მოსმენილი ტექსტის მიხედვით ილუსტრაციის დასრულება;
Ø  ცხრილში სათანადო უჯრის შევსება მოსასმენი ამოცანების შესაბამისად და ნაკლული ტექსტის შევსება;
Ø  ტექსტში ინტერნაციონალიზმების ამოცნობა და მათი დასახელება;
Ø  ჩანაწერში მოსმენილი ან მასწავლებლის მიერ წარმოთქმული ბგერების, სიტყვებისა და მოკლე ფრაზების გამეორება;
Ø  მეწყვილისათვის/თანაკლასელისათვის ინტერვიუს ჩამორთმევა (მაგ., რა გქვია? რამდენი წლის ხარ?);
Ø   ინტერვიუს შედეგად მიღებული ინფორმაციის პრეზენტაცია (მაგ., მაია 10 წლისაა, მას ერთი და ჰყავს და მისთ.);
Ø  საკუთარი ოჯახის წევრების, მეგობრების, ზღაპრის საყვარელი გმირის, კომიქსის პერსონაჟის მარტივი ენით აღწერა;
Ø  ფოტოებსა და ილუსტრაციებზე, ანკეტებსა და კითხვარებზე დაყრდნობით საუბარი;
Ø  თანაკლასელებთან ერთად მარტივი სიტუაციის გათამაშება ნასწავლ თემატიკაზე და სხვა.


მიმართულება 2. წერითი მეტყველება (კითხვა და წერა)
მისაღწევი შედეგები
V კლასის შეფასების ინდიკატორები
IIუცხ.დაწყ.(II)5. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა.
მოსწავლე:
Ø ამოიცნობს ყველა მთავრულ და არამთავრულ ბეჭდურ/ნაწერ ასოს;
Ø ახმოვანებს ასოებს, ასოთშენაერთებს, მარცვლებს;
Ø ხმამაღლა და გარკვევით კითხულობს ნასწავლ სიტყვებს, გამოთქმებს, წინადადებებს.
IIუცხ.დაწყ.(II)6. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების გაგება.
მოსწავლე:
Ø ამოიცნობს სავარჯიშოს პირობას;
Ø იგებს საჯარო წარწერებს (მაგ.: გამაფრთხილებელ წარწერას; გაჩერების, ქუჩის, მაღაზიის, საჯარო შენობის დასახელებას);
Ø ამოიცნობს ტექსტის ზოგად შინაარსს;
Ø ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას;
Ø ამოკრებს საჭირო ინფორმაციას.
IIუცხ.დაწყ.(II)7. მოსწავლემ უნდა შეძლოს მოდელის ან კონკრეტული საყრდენების მიხედვით  ნასწავლ თემატიკაზე მცირე მოცულობის ტექსტების შედგენა.
მოსწავლე:
Ø იცავს კალიგრაფიისა და მართლწერის ელემენტარულ ნორმებს;
Ø კარნახით წერს ნასწავლ სიტყვებსა და წინადადებებს;
Ø იყენებს ნასწავლ ლექსიკასა და შესიტყვებებს ტექსტის შედგენისას;
Ø მიუთითებს კონკრეტულ დეტალებს;
Ø იცავს ნასწავლ სინტაქსურ მიმართებებს წინადადების წევრებს შორის (მაგ., ათანხმებს არსებით და ზედსართავ სახელებს რიცხვში/სქესში; ათანხმებს ზმნას და არსებით სახელს პირსა და რიცხვში);
Ø იცავს სიტყვათა რიგს მტკიცებით და უარყოფით წინადადებებში.
IIუცხ.დაწყ.(II)8. მოსწავლემ უნდა შეძლოს წერითი მეტყველების სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
მოსწავლე:
Ø აკვირდება ტექსტს და მის სიტყვიერ და არასიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტებს მთლიანობაში კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნით (მაგ., სათაურს, რუბრიკას, ილუსტრაციას, წარწერას, აბზაცს, სვეტს, ლოგოს, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებს - მსხვილ შრიფტს და სხვა) და იყენებს მათ საყრდენებად;
Ø ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობი ელემენტების (როგორებიცაა: ილუსტრაციები, ნაცნობი ფუძე, კონტექსტი, მშობლიურ ენაში დამკვიდრებული უცხოური სიტყვები: მაგ., ტელეფონი, ბანანი, ტაქსი) დახმარებით;
Ø მოიძიებს და ამზადებს აუცილებელ სასწავლო რესურსებს წერის დაწყებამდე (მაგ., ლექსიკონს, გრამატიკულ ცნობარს, ნიმუშს, საჭირო ენობრივ მასალას და სხვა);
Ø წერს შავ ვარიანტს, სასწავლო რესურსზე დაყრდნობით ამოწმებს ნაწერს, ასწორებს შეცდომებს და ათეთრებს ნამუშევარს.
რეკომენდაციები
საკითხავი ტექსტის ტიპები:
ა) მითითებები, სავარჯიშოს პირობა, ინსტრუქცია, საჯარო წარწერები (გამაფრთხილებელი წარწერა, გაჩერების/მაღაზიის/საჯარო შენობის დასახელება), ანკეტა, ღია ბარათი, მარტივი შეტყობინება, ამინდის პროგნოზი და სხვა;
ბ) თემატური მინიდიალოგები, მარტივი მონოლოგები; მარტივი თხრობითი ან აღწერითი ტექსტები, კომიქსი და სხვა.
გ) ლექსები, ენის გასატეხები, გამოცანები და სხვა.
მოდელის მიხედვით შესადგენი ტექსტის ტიპები:
მარტივი კორესპონდენცია (ღია ბარათი, მარტივი შეტყობინება), ანკეტა, დღის განრიგი, გაკვეთილების ცხრილი, სია და სხვა.
აქტივობათა ნიმუშები:
Ø ტექსტების ხმამაღლა და გამოთქმით წაკითხვა;
Ø ტექსტში კონკრეტული სიტყვის, წინადადების პოვნა და შემოხაზვა;
Ø საჯარო წარწერების შესაბამის სიტუაციასთან/დიალოგთან/ილუსტრაციასთან დაკავშირება;
Ø თლიანი ტექსტის ან კონკრეტული ინფორმაციის დაკავშირება ილუსტრაციებთან;
Ø ტექსტში მოძიებული ინფორმაციით მარტივი ცხრილების შევსება;
Ø ამინდის პროგნოზის მიხედვით ნაკლული დიალოგის შევსება;
Ø ტექსტში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ანკეტის შევსება;
Ø ღია ბარათების შესაბამისი ადრესანტების/ადრესატების ამოცნობა;
Ø არეულად მოცემული ტექსტის ფრაგმენტების სწორი თანამიმდევრობით დალაგება;
Ø სავარაუდო ვარიანტებიდან სწორი პასუხის შემოხაზვა;
Ø მოცემული ინფორმაციის დადასტურება ან უარყოფა ტექსტის მიხედვით;
Ø ტექსტში კონკრეტული ინფორმაციის მოძიება (ვინ, სად, როდის, რატომ და ა. .);
Ø დაფიდან ან ნაბეჭდი წყაროდან სიტყვების, წინადადებების გადაწერა;
Ø საკუთარი ოჯახის გენეალოგიური ხის შედგენა და სურათების ქვეშ საკუთარი სახელების მიწერა;
Ø ნიმუშის მიხედვით ანკეტის, გაკვეთილების ცხრილის, კვირის განრიგის საკუთარი მონაცემებით შევსება;
Ø პირადი ან გამოგონილი პერსონაჟის მონაცემებით ანკეტის შევსება (სახელი, გვარი, სადაურობა, საცხოვრებელი ადგილი, საქმიანობა და ა. შ.);
Ø ანკეტის მიხედვით მარტივი საინფორმაციო ტექსტის შექმნა;
Ø მოსაწვევი ბარათების შედგენა და გაფორმება;
Ø ილუსტრაციებზე შესაბამისი წარწერების გაკეთება;
Ø ილუსტრაციების მიხედვით წინადადებების დასრულება;
Ø ნიმუშის მიხედვით საგნის ან ადამიანის აღწერა;
Ø კონკრეტული ღონისძიებისათვის საჭირო ნივთების/პროდუქტების სიის შედგენა
და სხვა.

მიმართულება 3. ინტერკულტურა
მისაღწევი შედეგები
V კლასის შეფასების ინდიკატორები
IIუცხ.დაწყ.(II)9. მოსწავლემ უნდა შეძლოს საკუთარი და უცხო კულტურის რეალიების ამოცნობა და სოციოკულტურული კონტექსტების შედარება.
მოსწავლე:
Ø  აკვირდება და ამოიცნობს ილუსტრაციებში/ტექსტებში ასახულ სახელმწიფო სიმბოლოებს, კულტურის რეალიებს (მაგ., დროშას, ძეგლს და სხვა);
Ø  პოულობს სასწავლო მასალაში გამოვლენილ კონკრეტულ მსგავსებებსა და განსხვავებებს (მაგ., სადღესასწაულო მორთულობას, ჩვეულ საუზმეს და სხვა).
IIუცხ.დაწყ.(II)10. მოსწავლემ უნდა შეძლოს თანატოლებთან და მასწავლებელთან ერთად სხვადასხვა ტიპის პროექტების დაგეგმვა და განხორციელება.
მოსწავლე:
Ø  აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორციელების კრიტერიუმებს მასწავლებელთან და გუნდის წევრებთან ერთად;
Ø  განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს, ადგენს შესრულების ვადებს მასწავლებელთან და გუნდის წევრებთან ერთად;
Ø  განსაზღვრავს საკუთარ ფუნქციებს გუნდის წევრებთან ერთად, მასწავლებლის დახმარებით;
Ø  მოიძიებს, შეარჩევს და დაამუშავებს ინფორმაციას გუნდის წევრებთან ერთად;
Ø  შეიმუშავებს პროექტის შავ ვარიანტს გუნდის წევრებთან ერთად;
Ø  აუმჯობესებს და ასრულებს პროექტს გუნდის წევრებთან ერთად მასწავლებლისა და თანაკლასელების შენიშვნების, კომენტარების გათვალისწინებით;
Ø  იღებს პროექტის შედეგების პრეზენტაციაში მონაწილეობას მასწავლებელთან და თანაკლასელებთან ერთად;
Ø  იყენებს ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს პროექტზე მუშაობისას.
რეკომენდაციები
აქტივობათა ნიმუშები:
Ø    ქართული და უცხოური სახელებითა და გვარებით ცხრილის შევსება და მსგავსება-განსხვავებების აღმოჩენა (მაგ., მათე, Mathieu, Matthieu, Matthäus, Матвей);
Ø  მშობლიურ ენაში შემოჭრილი უცხოური სიტყვების პოვნა და მათი ფონემური ხატის შედარება უცხოურენოვან ფონემურ ხატთან;
Ø  ქართველი და უცხოელი მოსწავლეების გაკვეთილების ცხრილებს შორის პარალელების გავლება და მსგავსება-განსხვავებებზე საუბარი;
Ø  უცხოური და ქართული საახალწლო ატრიბუტების ფოტოების დაჯგუფება ქვეყნების მიხედვით, ერთმანეთთან შედარება და მსგავსება-განსხვავებებზე საუბარი;
Ø  ახალი წლის შეხვედრის უცხოური და ქართული წეს-ჩვეულებების შედარება და მსგავსება-განსხვავებებზე საუბარი;
Ø  უცხო ქვეყნისა და საქართველოს დროშის პოვნა, ფერების დასახელება, ერთმანეთთან შედარება და გაფერადება;
Ø  თანაკლასელების ფოტოალბომის შექმნა წარწერებით და კლასის წინაშე მისი წარდგენა;
Ø  სასურველი გაკვეთილების ცხრილის შედგენა და წარდგენა;
Ø  ზღაპრის/სკეტჩის დადგმა და წარდგენა;
Ø  საყვარელი ფილმის აფიშის მომზადება;
Ø  საბავშვო სიმღერების საღამოს გამართვა;
Ø  დედის დღისადმი მიძღვნილი მისალოცი ბარათების გამოფენა;
Ø  ქართულ-უცხოური პოეზიის საღამოს მოწყობა
და სხვა.

VI კლასი
მიმართულება 1. ზეპირი მეტყველება (მოსმენა/მოსმენა-ყურება და ლაპარაკი)
მისაღწევი შედეგები
მე-6 კლასის შეფასების ინდიკატორები
IIუცხ.დაწყ.(II)1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული თემატიკის შემცველი მცირე ზომის ტექსტების გაგება.
მოსწავლე:
Ø  ამოიცნობს თემას (პერსონაჟებს/თანამოსაუბრეებს, მოვლენებს და სხვა) მოსმენისას/მოსმენა-ყურებისას;
Ø  ამოკრებს ფაქტობრივ ინფორმაციას (ვინ, სად, როდის, რამდენი, რომელი, როგორი და სხვა) ტექსტიდან;
Ø  მოსმენისას ამოიცნობს ინტონაციით გამოხატულ ემოციებს (სიხარულს, გაკვირვებას, გაბრაზებას და სხვა);
Ø  განასხვავებს დიალოგში მეტყველების ფამილარულ და თავაზიან ფორმას.
IIუცხ.დაწყ.(II)2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სიტყვების, წინადადებებისა და ტექსტების გარკვევით და შესაბამისი ინტონაციისა თუ მახვილების დაცვით წარმოთქმა.
მოსწავლე:
Ø  სწორად და გარკვევით წარმოთქვამს სიტყვებსა და ფრაზებს;
Ø  ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას ტექსტების შინაარსს;
Ø  იცავს შესაბამის ინტონაციებს, მახვილებს, რიტმულ სეგმენტებს ტექსტის წარმოთქმისას.
IIუცხ.დაწყ.(II)3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრულ თემატიკაზე მარტივი ენით ინტერაქცია და რამდენიმე წინადადებიანი მონოლოგის წარმოთქმა.
მოსწავლე:
Ø  სვამს/პასუხობს მარტივ კითხვებს საკლასო ან სიმულაციურ სიტუაციებში, ნაცნობი თემების გარშემო (მაგ., გაცნობა/ წარდგენა, ინტერვიუს ჩამორთმევა, შეხვედრა, კაფეში შეკვეთის მიცემა, სატელეფონო დიალოგები და სხვა);
Ø  გადმოსცემს სათქმელს უცხოურ ენაზე სასწავლო პროცესში წარმოქმნილ პრობლემებთან დაკავშირებით (მაგ.: “ვერ გავიგე“; “ეს რას ნიშნავს?”; “რვეული შინ დამრჩა”; “მათხოვე ფანქარი!” ...);
Ø  საუბრობს ნაცნობ თემებზე;
Ø  შეარჩევს საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვისი მიმართვის თავაზიან და ფამილარულ ფორმებს, გამოთქმებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს ინტერაქციისას;
Ø  სათანადოდ იყენებს სხვადასხვა შინაარსის (თხრობითი, კითხვითი, ძახილის) მქონე წინადადებას;
Ø  იყენებს ადგილმდებარეობისა და დროის გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებს;
Ø  იცავს ელემენტარულ სინტაქსურ მიმართებებს წინადადებების წევრებს შორის (იყენებს ზმნას სათანადო პირსა და რიცხვში);
Ø  სათანადოდ იყენებს ნასწავლ ლექსიკურ ერთეულებს.
IIუცხ.დაწყ.(II)4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ზეპირი მეტყველების სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
მოსწავლე:
Ø  გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ სათაურისა და ილუსტრაციების საფუძველზე;
Ø  იშველიებს არავერბალურ ელემენტებს (ხმის ტემბრს, ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას, სხვადასხვა ტიპის ხმაურს, ლოგიკურ მახვილებს) ცოცხალი მეტყველების/ჩანაწერის გასაგებად;
Ø  ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების, წინადადებების მნიშვნელობას ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით (კონტექსტი, ინტონაცია, ილუსტრაცია და სხვა) დამოუკიდებლად;
Ø  გაუგებრობის შემთხვევაში ითხოვს განმარტებას, ნელა და გარკვევით წარმოთქმას, გამეორებას;
Ø  იყენებს აუცილებელ რესურსებს (მაგ.: მოდელებს, წინადადებებს, გამოთქმებს, კლიშეებს) კომუნიკაციის წარმართვისთვის;
Ø  იყენებს საკომპენსაციო საშუალებებს (მაგ.: მიმიკას, ჟესტიკულაციას, პერიფრაზირებას/აღწერს ნაგულისხმევ საგანს ან მიუთითებს რაში გამოიყენება და სხვა) სიტყვის დავიწყების/არცოდნის შემთხვევაში;
Ø  აღმოაჩენს და ასწორებს საკუთარ/სხვის შეცდომებს ზეპირი მეტყველების დროს.
რეკომენდაციები
მოსასმენი ტექსტის ტიპები:
ა) მითითებები, სავარჯიშოს პირობა, ინსტრუქცია, მარტივი შეტყობინება, ამინდის პროგნოზი;
ბ) თემატური დიალოგი, მონოლოგი, მარტივი აღწერითი ტექსტები და სხვა;
გ) ლექსები, ადაპტირებული ზღაპრები;
დ) საბავშვო სიმღერები, სხვადასხვა სახის აუდიო-ვიდეო მასალა (მაგ.: სასწავლო და ავთენტური მასალები, ანიმაციური ფილმები, საბავშვო გადაცემები და სხვა).
რეპროდუცირებისთვის განსაზღვრული ტექსტები:
ლექსები, გათვლები, ენის გასატეხები, ადაპტირებული ზღაპრები და სხვა;
პროდუცირებისთვის განსაზღვრული ტექსტის ტიპები და თემატიკა:
·     თემატური მარტივი დიალოგი, მონოლოგი; მარტივი თხრობითი ტექსტი;
·     ოჯახი, სოფელი და ქალაქი, მეგობრები, თავისუფალი დრო და აქტივობები, ჰობი, ამინდი, საყვარელი ნივთი, ცხოველები, მარშრუტი და სხვა.
აქტივობათა ნიმუშები:
Ø დიალოგის მონაწილეების ილუსტრაციაზე მონიშნვა;
Ø წინადადებების ან ფრაგმენტის მოსმენის შედეგად ტექსტის თემატიკის დადგენა;
Ø მოსმენილის შედეგად სწორი/არასწორი პასუხების მონიშვნა;
Ø ტექსტის მონაკვეთის მოსმენის შედეგად სავარჯიშოში გამოტოვებული ადგილების შევსება;
Ø რადიოგადაცემის ჩანაწერის მიხედვით ინტერვიუს რესპონდენტის მონაცემების ანკეტაში შეტანა;
Ø რამდენიმე ილუსტრაციიდან ისეთის ამორჩევა, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს მოსმენილი ტექსტის შინაარსს;
Ø მოსმენილი დიალოგის მიხედვით ცხრილის შევსება: ვინ? სად? როდის? რა მიზნით? რამდენი ხნით?
Ø ნაცნობ თემებზე თანაკლასელებთან მინი-ინტერვიუების მოწყობა (მაგ., არდადეგები, საცხოვრებელი ადგილი, მეგობრები, საყვარელი დღესასწაული და სხვა);
Ø ნაცნობი თემების გარშემო მარტივი შეკითხვების დასმა და შეკითხვებზე პასუხი;
Ø საცხოვრებლის, ქალაქის, სოფლის, ოჯახის და ა. . აღწერა ნახატებზე დაყრდნობით;
Ø მარტივი დიალოგების გათამაშება ნაცნობ სიტუაციებზე დაყრდნობით და თავაზიანი და ფამილარული ფორმების გამოყენება;
Ø საუბარში მონაწილეობა რაიმე თავგადასავლის, დღის განრიგის, გატარებული შაბათ-კვირის, არდადეგების და ა. . შესახებ;
Ø ამინდის პროგნოზზე დაყრდნობით ამინდზე საუბარი;
Ø მოსმენილი ტექსტის, ნანახი ფილმის ან სპექტაკლის (ან მათი მონაკვეთების) დასასრულის მოფიქრება და მოყოლა
და სხვა.

მიმართულება 2. წერითი მეტყველება (კითხვა და წერა)
მისაღწევი შედეგები
VI კლასის შეფასების ინდიკატორები
IIუცხ.დაწყ.(II)5. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა.
მოსწავლე:
Ø თავისუფლად კითხულობს ნაცნობ სიტყვებსა და ფრაზებს;
Ø გამართულად კითხულობს მცირე ზომის ნაცნობ ტექსტებს შესაბამისი ინტონაციითა და პაუზების გამოყენებით.
IIუცხ.დაწყ.(II)6. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების გაგება.
მოსწავლე:
Ø ამოიცნობს და ასრულებს სავარჯიშოს პირობაში წარმოდგენილ მითითებებს;
Ø ამოიცნობს ტექსტის საკომუნიკაციო სიტუაციას (ავტორი, ადრესატი, თემა, მიზანი);
Ø ამოიცნობს მოქმედებათა დროსა და ადგილს;
Ø ამოიცნობს ფაქტობრივ/ექსპლიციტურ ინფორმაციას (ვინ, რამდენი, როგორი და სხვა);
Ø ამოიცნობს პერსონაჟთა თვისებებს მცირე ზომის თხრობით ტექსტში;
Ø ამოიცნობს მოქმედებების თანამიმდევრობას;
Ø ამოიცნობს მოვლენათა შორის მიზეზშედეგობრივ კავშირებს.
IIუცხ.დაწყ.(II)7. მოსწავლემ უნდა შეძლოს მოდელის ან კონკრეტული საყრდენების მიხედვით  ნასწავლ თემატიკაზე მცირე მოცულობის ტექსტების შედგენა.
მოსწავლე:
Ø განსაზღვრავს საკომუნიკაციო სიტუაციას (ადრესატი, მიზანი, თემა) და იყენებს შესაბამის ლექსიკასა და შესიტყვებებს;
Ø გასაგებად აყალიბებს აზრებს;
Ø ალაგებს ინფორმაციას თანამიმდევრულად;
Ø მიუთითებს კონკრეტულ დეტალებს;
Ø გამოხატავს გრძნობებსა და ემოციებს, საკუთარ დამოკიდებულებას;
Ø იცავს ელემენტარულ სინტაქსურ მიმართებებს წინადადების წევრებს შორის (მაგ.: ათანხმებს არსებით და ზედსართავ სახელებს რიცხვში/სქესში; ათანხმებს ზმნას და არსებით სახელს პირსა და რიცხვში);
Ø შეარჩევს ზმნის სათანადო ფორმებს;
Ø იყენებს ადგილმდებარეობის გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებს (მაგ.: წინდებულს, ზმნიზედას და სხვა);
Ø იცავს სიტყვათა რიგს მტკიცებით, უარყოფით და კითხვით გაუვრცობელ წინადადებებში;
Ø იცავს ორთოგრაფიის წესებს, სწორად იყენებს სასვენ ნიშნებს.
IIუცხ.დაწყ.(II)8. მოსწავლემ უნდა შეძლოს წერითი მეტყველების სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
მოსწავლე:
Ø მთლიანობაში აკვირდება ტექსტს, მის სიტყვიერ და არასიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტებს კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნით;
Ø დამოუკიდებლად ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობი ელემენტების დახმარებით;
Ø მოიძიებს და ამზადებს აუცილებელ სასწავლო რესურსებს წერის დაწყებამდე;
Ø წერს შავ ვარიანტს, სასწავლო რესურსზე დაყრდნობით ამოწმებს ნაწერს, ასწორებს შეცდომებს და ათეთრებს ნამუშევარს.
რეკომენდაციები
საკითხავი ტექსტის ტიპები:
ა) მითითება, სავარჯიშოს პირობა, ინსტრუქცია, ანკეტა, დღის/კვირის განრიგი, სავიზიტო ბარათი, ბილეთი, კატალოგი, სამარშრუტო გეგმა, მენიუ, კულინარული რეცეპტი, ღია ბარათი, პირადი წერილი, მარტივი შეტყობინება, ამინდის პროგნოზი და სხვა.
ბ) თემატური დიალოგი, მონოლოგი, მარტივი თხრობითი ან აღწერითი ტექსტები და სხვა;
გ) ადაპტირებული სტატიები საბავშვო ჟურნალიდან, გაზეთიდან, ენციკლოპედიიდან და სხვა;
დ) კომიქსი, ადაპტირებული ზღაპრები და სხვა.
მოდელის მიხედვით შესადგენი ტექსტის ტიპები:
ანკეტა, დღის/კვირის განრიგი, ბილეთი, კატალოგი, მენიუ, კულინარული რეცეპტი, მარტივი შეტყობინება, მარტივი კორესპონდენცია (ღია ბარათი, პირადი წერილი) და სხვა.
კონკრეტულ აქტივობათა ნიმუშები:
Ø სხვადასხვა პარამეტრით კონკურსის მოწყობა ხმამაღალ (გაწაფულ) კითხვაში (მაგ., ყველაზე სწრაფი მკითხველი, ყველაზე კარგი გამოთქმის მქონე, ყველაზე მონდომებული და სხვა);
Ø რეპლიკების, ლექსების გაბმულად და გამომეტყველებით წაკითხვა;
Ø ილუსტრაციაზე ან ტექსტის სათაურზე დაყრდნობით ტექსტის შინაარსის შესახებ გამოთქმული ვარაუდების შემოწმება;
Ø წაკითხული ტექსტის აბზაცებად დაყოფა და აბზაცების დასათაურება;
Ø აბზაცების ილუსტრაციებთან დაკავშირება;
Ø გამოტოვებული ადგილების შევსება ტექსტის შინაარსის შესატყვისი სიტყვებით, ფრაზებით;
Ø არეულად მოცემული ტექსტის ფრაგმენტების სწორი თანამიმდევრობით დალაგება;
Ø საკითხავი ამოცანების შესაბამისად ინფორმაციების ერთმანეთთან, ტექსტის ილუსტრაციასთან დაკავშირება (მაგ., აკავშირებს სათაურს ტექსტთან; გეგმის ცალკეულ პუნქტს - სათანადო აბზაცთან; რუბრიკას ან ტექსტის ცალკეულ მონაკვეთს /ეპიზოდს - შესაბამის ილუსტრაციასთან და ა. შ.);
Ø ანკეტის შევსება მოცემული ნიმუშის მიხედვით;
Ø დღის განრიგის შედგენა ნიმუშის მიხედვით;
Ø ილუსტრაციებისათვის წარწერების შედგენა;
Ø მოცემული ყალიბის განსხვავებული შინაარსით შევსება;
Ø დიალოგის შევსება ნაკლული რეპლიკებით: პასუხების მიხედვით შეკითხვების შედგენა და პირიქით;
Ø მენიუს შედგენა;
Ø საყვარელი კერძის კულინარული რეცეპტის შედგენა;
Ø პირადი წერილის/ღია ბარათის/მოსაწვევის შედგენა ნიმუშის მიხედვით;
Ø საკუთარი ჰობის, ინტერესების შესახებ ტექსტის შედგენა ნიმუშის მიხედვით;
Ø სახელმძღვანელოში მოცემული ნიმუშის მიხედვით საყვარელი პერსონაჟის, სპორტსმენის, მსახიობის, მომღერლის აღწერა;
Ø კროსვორდების შევსება;
Ø პირადი ლექსიკონების შექმნა;
Ø ამბის დასრულება/მოცემული დასასრულის შეცვლა საკუთარი წარმოსახვით ან ილუსტრაციაზე დაყრდნობით
და სხვა.


მიმართულება 3. ინტერკულტურა
მისაღწევი შედეგები
VI კლასის შეფასების ინდიკატორები
IIუცხ.დაწყ.(II)9. მოსწავლემ უნდა შეძლოს საკუთარი და უცხო კულტურის რეალიების ამოცნობა და სოციოკულტურული კონტექსტების შედარება.
მოსწავლე:
Ø  აკვირდება და ამოიცნობს ილუსტრაციებში/ტექსტებში ასახულ სახელმწიფო სიმბოლოებს, კულტურის რეალიებს (მაგ.: დროშას, ძეგლს და სხვა);
Ø  ამოიცნობს უცხო კულტურისთვის დამახასიათებელ ქცევის ეტიკეტს და სიმულაციური სიტუაციების გათამაშებისას იცავს უცხოური სოციოკულტურული გარემოსთვის დამახასიათებელ ნორმებს;
Ø  სვამს კითხვებს მშობლიურ ენაზე/ითხოვს განმარტებას კონკრეტული სოციოკულტურული საკითხების გარშემო;
Ø  კორექტულადგამოთქვამს საკუთარ აზრს, შეხედულებას, დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებებზე მსჯელობისას.
IIუცხ.დაწყ.(II)10. მოსწავლემ უნდა შეძლოს თანატოლებთან და მასწავლებელთან ერთად სხვადასხვა ტიპის პროექტების დაგეგმვა და განხორციელება.
მოსწავლე:
Ø  აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორციელების კრიტერიუმებს მასწავლებელთან და გუნდის წევრებთან ერთად;
Ø  განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს, ადგენს შესრულების ვადებს მასწავლებელთან და გუნდის წევრებთან ერთად;
Ø  განსაზღვრავს საკუთარ ფუნქციებს გუნდის წევრებთან ერთად, მასწავლებლის დახმარებით;
Ø  მოიძიებს, შეარჩევს და დაამუშავებს ინფორმაციას გუნდის წევრებთან ერთად;
Ø  შეიმუშავებს პროექტის შავ ვარიანტს გუნდის წევრებთან ერთად;
Ø  ხვეწს და ასრულებს პროექტს მასწავლებლისა და თანაკლასელების შენიშვნების, კომენტარების გათვალისწინებით გუნდის წევრებთან ერთად;
Ø  შეიმუშავებს გუნდის წევრებთან ერთად პროექტის საბოლოო ვერსიას და წარადგენს აუდიტორიის წინაშე;
Ø  იყენებს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს მარტივი ინფორმაციის როგორც მოძიების, ისე სკოლის ვებგვერდზე განთავსების მიზნით.
რეკომენდაციები
აქტივობათა ნიმუშები:
Ø ილუსტრაციებზე/ტექსტებში ასახული სახელმწიფო სიმბოლოების/ღირსშესანიშნაობების მოძიება;
Ø ქართული და უცხოური ზღაპრის/მოთხრობის/ფილმის პერსონაჟების ამოცნობა და შედარება;
Ø უცხოელი თანატოლისა და საკუთარი საუზმის, სადილისა და ვახშმის შედარება და მსგავსება-განსხვავებების პოვნა;
Ø ილუსტრაციებზე მოცემული ქართული და უცხოური კერძების დაჯგუფება ქვეყნების მიხედვით და ეროვნულ კერძებზე საკუთარი აზრის გამოხატვა;
Ø საკლასო ზეიმის/თემატური საღამოს ჩატარება (ახალი წელი, გაზაფხულის ზეიმი და სხვა);
Ø ნასწავლი ზღაპრის ინსცენირება;
Ø კლასში დამუშავებული მოთხრობის (ზღაპრის, ალბომის და სხვა) ფოტოებით/ილუსტრაციებით გაფორმება და მისი პრეზენტაცია;
Ø თანაკლასელების დაბადების დღეების კალენდრის შექმნა და კლასში გამოკვრა;
Ø შესწავლილი რეცეპტების მიხედვით კერძების მომზადება და გამოფენის მოწყობა;
Ø სასურველი ტელეგადაცემების კვირეული პროგრამის შედგენა
და სხვა.


თვითშეფასების სქემის ნიმუში

ძალიან კარგად

საშუალოდ

ჯერ არ შემიძლია








 
შემიძლია ინგლისურად/რუსულად:

1. ვთქვა, რა მქვია


2. ვკითხო სხვას, რა ჰქვია


3. ვთქვა, რა ცხოველი მყავს


4. დავითვალო ათამდე


5. ჩამოვთვალო, რა სასწავლო ნივთები მაქვს



უნდა გავაუმჯობესო: -------------------------------------------

ამისათვის: --------------------------------------------------------

ხელმოწერა: ------------------------------------------------------


Комментариев нет:

Отправить комментарий

https://nick-name.ru/nickname/id1366451/

Теория поколений или объяснение вечного конфликта ,,отцов" и ,,детей".

  Теория смены поколений Штрауса—Хоу «Наша молодёжь любит окружить себя   роскошью,   она дурно воспитана! Она смеётся над своими нача...