2017 წლის 20 ივლისს, მასწავლებლებისთვის ორდღიანი სემინარი „ნატო - არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ გაიხსნა.
სემინარში მონაწილეობა მიიღეს მასწავლებლები როგორც პანკისის რეგიონიდან, ისე თბილისიდან. სემინარი გახსნეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ.თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუმ |
ორი დღის განმავლობაში პედაგოგები შეხვდნენ ექსპერტებს, სამთავრობო სტრუქტურების, ასევე, ნატოსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მათ გააცნეს ნატოს ისტორია,ისაუბრეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, ანტიდასავლური პროპაგანდის თავისებურებებსა და მასთან ბრძოლის მეთოდებზე, ნატოს როლს სამხრეთ კავკასიაში, წევრი ქვეყნების გამოცდილებას ნატოში ინტეგრაციის გზაზე და სხვა.
2017 წლის
21 ივლისს ორდღიანი სემინარი პედაგოგებისთვის „ნატო - არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ დასრულდა.
სემინარის მეორე დღეს პედაგოგები ნატო-საქართველოს თანამშრომლობას, საინფორმაციო ომის თავისებურებებს, ანტიპროპაგანდასთან ბრძოლის საშუალებებს, ნატოს წევრ ქვეყნებში ტრადიციებსა და ფასეულობებს გაეცნენ. პედაგოგებს მიეცათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ ექსპერტებსა და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებს. სემინარი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ და სამოქალაქო თანასწორობისა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ პეტრე კანკავამ დახურეს.
პედაგოგებს, მათ შორის თბილისის №128 საჯარო სკოლის პედაგოგს ნატალია ქოჩლაძეს, სემინარის ბოლოს სერტიფიკატები გადაეცათ.
ორდღიან სემინართა ციკლი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით უკვე მეხუთე წელია ტარდება და მომავალშიც გაგრძელდება.
Комментариев нет:
Отправить комментарий