Translate

понедельник, 13 мая 2019 г.

აქტუალურია
             როგორ წავლენ პედაგოგები სკოლიდან
პენსიაზე დანამატით?

6 საათის წინ
როდის და როგორ უნდა მიიღოს საპენსიო ასაკის მასწავლებელმა სახელმწიფო ჯილდო და გავიდეს პროფესიიდან – ვადები და პროცედურა

როგორც ცნობილია, საპენსიო ასაკის პედაგოგებს პროფესიიდან გასვლის შემთხვევაში განათლების სამინისტრო გარკვეულ პრივილეგიებს შესთავაზებს. საუბარია 2 წლის ხელფასის ოდენობაზე, რომელსაც პედაგოგი ერთიანად მიიღებს და სიცოცხლის ბოლომდე ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტის შენარჩუნებაზე.
EDU.ARIS.GE წარმოგიდგენთ პროცედურას და ვადებს, თუ როგორ უნდა იხელმძღვანელოს პროფესიიდან გასვლის სურვილის მქონე საპენსიო ასაკის პედაგოგმა, რომ მიიღოს კუთვნილი “ჯილდო”:
საპენსიო ასაკის პრაქტიკოს მასწავლებელს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ჯილდოს მიღების სურვილის გამოხატვის შესაძლებლობა 2019 წლის განმავლობაში რამდენიმე შემთხვევაში ექნება:
თუ მასწავლებელს არ აქვს მინიმალური კომპეტენციის დადასტურების სურვილი, ამის შესახებ უნდა განაცხადოს 2019 წლის მაისის ბოლომდე;
თუ მასწავლებელი ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ კომპეტენციას, ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ უნდა აცნობოს განათლების სამინისტროს 2019 წლის ბოლომდე;
თუ მასწავლებელს არ აქვს სურვილი ან ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას განმეორებითი მცდელობისას, ან თუ მასწავლებელს აქვს მინიმალური კომპეტენცია დადასტურებული, მაგრამ არ სურს, რომ აიმაღლოს სტატუსი – ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ 2019 წლის ბოლომდე უნდა განაცხადოს;
სახელმწიფო ჯილდოს გაცემა დაიწყება არაუგვიანეს 2019 წლის სექტემბრისა;
საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს ორჯერ ეძლევა შესაძლებლობა, დაადასტურონ მინიმალური კომპეტენცია და აიმაღლონ სტატუსი. ორივე გამოცდის წარუმატებლად ჩაბარების შემთხვევაშიც კი მათ შეეძლებათ ისარგებლონ მინიჭებული პრივილეგიით და მიიღონ სახელმწიფო ჯილდო 2019 წლის შემოდგომაზე.
აღსანიშნავია, რომ ყველა ის პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც 2019 წლის ბოლომდე ვერც ერთი შესაძლებლობის ფარგლებში ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას და ვერ აიმაღლებს სტატუსს, შეძლებს პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე – დროებითი ხელშეკრულების საფუძველზე ხელფასის შენარჩუნებით.
ამავე თემაზე:

Комментариев нет:

Отправить комментарий

https://nick-name.ru/nickname/id1366451/

Теория поколений или объяснение вечного конфликта ,,отцов" и ,,детей".

  Теория смены поколений Штрауса—Хоу «Наша молодёжь любит окружить себя   роскошью,   она дурно воспитана! Она смеётся над своими нача...