Translate

понедельник, 1 апреля 2019 г.

სიახლეები!

 გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი ფასდება ყველა კლასში


7.04.2019 

„გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის ჩატარება ყველა კლასშია შესაძლებელი“, - ამის შესახებ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განგვიცხადეს.

                                                             თუმცა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის ჩატარება მხოლოდ მე-7-მე-12 კლასებშია შესაძლებელი:
„როგორც მოგეხსენებათ, დაწყებითი კლასების ეროვნული სასწავლო გეგმა ახალი რედაქციით ხორციელდება. I-VI კლასებში ახალი სტანდარტის მიხედვით, გამჭოლი კომპეტენციები არ არის. ამიტომ, ვინც დაწყებით კლასებს ასწავლის და სურს სამოდელო გაკვეთილის ჩატარება, ისინი გამჭოლ კომპეტენციაზე გაკვეთილს ვერ ჩაატარებენ. რაც შეეხება მე-7-მე-12 კლასებს, აქ ისევ ძველი ბრძანება მოქმედებს. ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, იმ საგნებში, რომლებიც ამ კლასებში ისწავლება, შესაძლებელია გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის ჩატარება,“ - აღნიშნეს მასწავლებლის სახლში ​Moms.ge-სთან საუბრისას.
ჩასწორება:
აღნიშული ინფორმაცია მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დღეს დილით მოგვაწოდა. თუმცა მას შემდეგ არაერთი მასწავლებლისგან მივიღეთ განსხვავებული ინფორმაცია. ამიტომაც ჩვენ ვცდილობთ ინფორმაციის დაზუსტებას და სიახლეს ოპერატიულად მოგაწვდით.

Комментариев нет:

Отправить комментарий

https://nick-name.ru/nickname/id1366451/

Теория поколений или объяснение вечного конфликта ,,отцов" и ,,детей".

  Теория смены поколений Штрауса—Хоу «Наша молодёжь любит окружить себя   роскошью,   она дурно воспитана! Она смеётся над своими нача...